Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მინდელის შახტის ბრალდებული თანამშრომლები პატიმრობაში დატოვეს

თარიღი : 7-11-2018, 17:59 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულში მიმდინარე წლის 5 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ კიდევ ერთხელ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით. მოსამართლე თათია გოგოლაურმა არ გაიზიარა ადვოკატების შუამდგომლობა და ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სხდომა 6 დეკემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

მომხდართან დაკავშირებით კომპანია საქნახშირის 6 თანამშრომელია დაკავებული. ესენი არიან მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოადგილე ტარიელ აბესაძე, მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, თანაშემწე გოჩა ქასრაშვილი, უბნის უფროსი მურად აბულაძე, მენეჯერი მამული კუბლაშვილი, დირექტორი აკაკი ახვლედიანი .

დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 ე მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ტყიბულის შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 2017-2018 წლებში 15 დასაქმებული დაიღუპა.

მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა, 3 კი დაშავდა.

იმავე შახტში ტრაგედია 16 ივლისსაც მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. გამოძიების პირველადი ვერსიით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვვნენ. მათ ადგილზე დღეს დაიწყეს მუშაობა.


ნანახია: 103-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაკავებულები არიან ინჟინრები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შახტის დირექტორი.
საქმეზე არსებითი განხილვა 20 სექტემბერს დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლიდან 5 წლამდე თავისუფლების
დაკავებულები არიან, შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, შახტის მენეჯერი- მამული კუბლაშვილი, უბნის
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს, 05:00 საათზე მომხდარი
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა
უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტში სავარაუდოდ დღეს ჩავლენ. სამთო ექსერტები ტყიბულში უკვე ჩავიდნენ და ახლა საქნახშირის
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი