Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა

თარიღი : 7-11-2018, 17:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა.
შეხვედრა თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა დაძაბულ ბრძოლაში ლიგა2-ის წარმომადგენელი „თელავი“ დაამარცხა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-10 წუთზე გავიდა: „ტორპედომ“ კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვა, რომელიც გრიგოლ დოლიძემ შეასრულა, ქუთაისელთა უკრაინელმა ლეგიონერმა ოლეკსანდრ აზაცკიმ კი მეტოქის კარი ზუსტი თავური დარტყმით აიღო და შეხვედრა ასეც დასრულდა 0:1.

რადგან საქართველოს თასის გათამაშებაში ერთრაუნდიანი შეხვედრებით ტარდება, „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ კახა ჩხეტიანის ხელმზრვანელობით ეს გუნდმა ზედიზედ მესამედ მაოხერხა. 2016 წელს „ტორპედომ“ თასის ფინალში მარტვილის „მერანი“ 2:1 დაამარცხა, 2017 წელს საჩხერის „ჩიხურასთან“ პენალტების სერიაში წააგო (0:0, პენ.3:4), ახლა კი მესამე მცდელობა ექნება.

პარალელურად მეორე ნახევარფინალური მატჩი მიმდინარეობს : „გაგრა“ თბილისის „დინამოს“ მასპინძლობს, მაგრამ ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.


ნანახია: 160-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი თასის მოქმედი მფლობელია.
ამგვარად გუნდი თასის ფინალში მოხვდა.
თბილისის დინამომ საქართველოს დავით ყიფიანის თასი მეცამტედ მოიგო.
უთაისის საფეხბურთო კლუბმა ჩემპიონის ტიტული მას შემდეგ მოიპოვა, რაც ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე მარტვილის 'მერანი' ანგარიშით
შეხვედრა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩების ფარგლებში გაიმართა.
მომავალ შეხვედრასა და 'ტორპედო'-ს შანსებზე გუნდის მწვრთნელი კახა ჩხეტიანი საუბრობს.
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი