Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘წარსულში დაბრუნება არ გვინდა,'-ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი 7 ნოემბრის დარბევას იხსენებს

თარიღი : 7-11-2018, 14:40 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია 11 წლის წინ, 7 ნოემბერს მომხდარ დარბევას იხსენებს. მისი თქმით, დღევანდელი დღე ძალადობრივი რეჟიმის შეხსენების სიმბოლოა.

"ხელკეტები, ცრემლსადენი აირი, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შექმნა, საკუთარ ხალხზე სასტიკად გასწორება - ჩვენ, ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი.

მე, ირაკლი შენგელიას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს მოქალაქეს, მეუღლეს, მამას არ მინდა წარსულში დაბრუნება. ფსევდო დემოკრატიას წლების წინ ვუთხარით უარი. ვიღაცებს უარის თქმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. ეს ყველაფერი დღეს მძიმე წარსულია. ამ წარსულის განმეორების საფრთხე ჩვენ აღარ უნდა შევქმნათ.

დღევანდელი დღე კიდევ უფრო დიდ მნიშნელობას იძენს, რადგან წინ მეორე ტური გველოდება. ჩვენ კი იმ ფონზე, რაც გამოვიარეთ ყოველთვის უნდა ვთქვათ უარი ძალადობრივ რეჟიმზე. დღეს ქვეყანას, თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისთვის, ქართველი ხალხის ერთიანობა სჭირდება.

ჩვენ წარსულში დაბრუნება არ გვინდა,"-ამბობს ირაკლი შენგელია.


ნანახია: 542-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
ირაკლი შენგელია დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოიგებს.
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება.
'ძნელია დაასახელო პროფესია, რომელიც იმავე თავდაუზოგავ, უანგარო, გაბედულ შრომას მოითხოვს როგორიც მეხანძრე-მაშველია,'- ამბობს
საკრებულომ თავმჯდომარის მოადგილეები დეპუტატებმა 19-19 ხმით აირჩიეს.
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი