Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Top-10 იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი - რას ყიდულობს საქართველო ყველაზე მეტს

თარიღი : 7-11-2018, 11:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 19,1%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყანაში 6, 676 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების ათეულს, რომელიც წელს საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ხორბალი და მესლინის იმპორტმა 86,6 მილიონი დოლარი შეადგინა და სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის სასაქონლო ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზეა შაქარი, რომლის იმპორტმა 46,4 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზე კი არის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - შინაური ფრინველი, ახალი, გაცივებული ან გაყინული, ამ ყველაფრის იმპორტმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 45 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, 32,3 მილიონი დოლარის იყო შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტი. ჯგუფში სხვა პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებლის იმპორტი 30,1 მილიონი დოლარი იყო. მზესუმზირის ზეთის, ალისარჩულისა ან ბამბის იმპორტმა 28,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

ათეულში ასევე შევიდა პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული, რომლის იმპორტი 28 მილიონი დოლარი იყო. ეთილის სპირტის იმპორტმა 24,9 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სპირტიანი სასმელების იმპორტმა 22,3 მილიონი დოლარი. ათეულს ამთავრებს ღორის ახალი ხორცი, გაციებული ან გაყინულის იმპორტი, რომელმაც 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 20 მილიონი დოლარი შეადგინა. დანარჩენი სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტმა კი 6,31 მილიარდი დოლარი შეადგინა.


ნანახია: 139-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე 657 მლნ დოლარის პროდუქტი გავიდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის 10 თვეში რუსეთიდან იმპორტმა 467 593 000 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში იწარმოა 66,1 ათასი ტონა ხორცი, 2017 წელს კი 59,4 ათასი ტონა.
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი საქართველოში არის 293,5 ლარი.
მარტის დასაწყისიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ რევალვაციას განიცდის.
ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია, რომელზეც მთელი ექსპორტის 58% მოდის.
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი