Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდება

თარიღი : 5-11-2018, 19:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმო გაიხსნება, რომლის პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი.

შესაბამისი შეთანხმება “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან” საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

მათივე ინფორმაციით, საწარმოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება.

შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა კომპანიის მენეჯმენტთან გამართა, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და იმ
შესაძლებლობებს, რომლებიც როგორც ქართულ, ისევე ჩინურ კომპანიებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მისცა.


ნანახია: 1179-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საწარმოში 3 932 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 80 ადამიანი დასაქმდება.
საწარმოში პირველ ეტაპზე 30 ადგილობრივი დასაქმდება.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ტყიბულში განვითარებულ პროცესებს.
"ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

ამინდი