Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი და შეშინებული ლიდერის გამოსვლა- ქუთაისში ოპოზიციური პარტიები ივანიშვილის მიმართვას აფასებენ

თარიღი : 5-11-2018, 15:35 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

ექსპრემიერის ვიდეომიმართვა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა, სადაც ივანიშვილის ამომრჩეველს მხარდაჭერას სთხოვს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრეტენზიების „ქართული ოცნების“ მიმართ სამართლიანია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მოქმედი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ქუთაისის ორგანიზაციის წევრები აფასებენ.

"ეს იყო შეშინებული და სასოწარკვეთილი ოლიგარქის განცხადება, რომელიც ძალიან შეშინებულია და კარგად ხვდება, რომ მისი ე.წ ჭარბი ნდობა ლარივით გაუფასურდა. ის კარგად ხვდება, რომ ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს განაჩენი უკვე გამოუტანა. ამ განცხადებაში ჩვენ ვერ ვნახეთ მომავალზე საუბარი, ისევ საუბარია წარსულზე. ქართველი ხალხი ხმას აძლევს მომავალს. ქართველი ხალხი ითხოვს ცვლილებებს და ეს პროცესი მეორე ტურში გაფორმდება,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა შუშანია.

"ეს არის განწირული კაცის ყვირილი. შეცდომაა იყო ივანიშვილის დღევანდელი განცხადება, მას სახეზე ეწერა, რომ მეორე ტურსაც აგებს. ივანიშვილმა თავის მთავრობის უნიათობით, ათასობით ოჯახის სოციალური ყოფა გააუარესა. ბოდიში ამ ყველაფერს არ შველის. ბოდიშს კაცისგან მიიღებ, ფეხზე, რომ ფეხს შემთხვევით დაგაბიჯებს. მის 6 წლიან მმართველობას ბოდიში ვერ უშველის. სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა დადგეს, ოცნების ხელისუფლების თითქმის ყველა წევრი."-აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.

"ჩვენ ვნახეთ ნამუსიდან საერთოდ გარეცხილი ოლიგარქის ურცხვი სახე და განცხადება, რომელიც ხელისუფლების დაკარგვის შიშით მზადაა ყველაფერზე წავიდეს. ისევ გასცეს უხვი დაპირება და ისევ მოატყუოს მრავალგზის მოტყუებული ამომრჩეველი. მას ასეთი დაპირებები არაერთგზის დაურიგებია, მაგრამ შედეგი არასოდეს მოჰყოლია.ის აფირისტობს და ფიქრობს, რომ ხალხი წამოეგება მის ამ სატყუარას, მაგრამ ხალხის მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რეჟიმის შეცვლის შესახებ და ამას ვერაფერი შეაჩერებს."- აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანზიაციის თავმჯდომარე სამსონ გუგავა.

"ეს იყო ოცნების ხელისუფლების ნიხრწამხდარი ლიდერის ვედრება, ქართველი ერის მიმართ, რომელმაც უარი უთხრა მილიარდელისადმი წინათ არსებულ იმედებს და დაპირებულ საუკეთესო წლების დადგომას საქართველოში. ეს იყო ვედრება მისივე "ოცნების" ხელისუფლების მიმართაც, რომ გაამხნევოს ისინი, რომლებმაც იგრძვნეს ცვლილებების მოახლოება და აღარ ენდობიან პარტიის ლიდერს. თავად ივანიშვილის განწყობაშიც და წინასწარ გამზადებულ ტექსტშიც კი იგრძნობოდა, რომ ეს მიმართვა ვერ იქნებოდა ისეთივე გავლენის მომხდენი ქართველ ამომრჩეველზე, როგორიც ეს იყო წლების წინ. ამომრჩეველი დარწმუნდა რომ მისი დაპირებები მორიგი ტყუილია. მორიგი დაპირებაა რომელსაც შესრულება არ უწერია. რადგან 6 წლის განმავლობაში ქვეყნის უკან სვლა ბიძინა ივანიშვილის, როგორც არაფორმალური ლიდერის დამსახურებაა. ის რაც ვერ გააკეთა წლების განმავლობაში, ამას ვერ შეძლებს ერთ ან ორ წელში. ბიძინა ივანიშვილისადმი და "ქართული ოცნებისასდმი" მოსახლეობის ნდობა მორჩა. ამ მიმართვით მოსახლეობა კიდე ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საბოლოდ მოხდა "ოცნების" ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის ამოწურვას და წარსული წლებით მათ ვეღარ დააშინებ. რომ ქვეყანაში ცვლილებების დრო დგება,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი მერაბ მეშველიანი.


"დღევანდელმა მიმართვამ კარგად დაგვანახა "ქართული ოცნების" უმოქმედობა 6 წლის მანძილზე, რაც ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა,გრძელდება ბრძოლა ძალაუფლებისთვის. მმართველ პარტიას და პოლიტიკურ სპექტრს არ გააჩნია კონკრეტული ხედვები, თუ რას აპირებენ უახლოეს მომავალში და როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე რომელიც მთავარი პრობლემად რჩება ქვეყანაში,"- აცხადებს "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ისინი თვლიან, რომ ის მიღწევები, რომლებზეც საუბარია წერილში, რეალობას აცდენილია და სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ჩაფიძე განმარტავს, კოალიცია „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებულია, მისი მეშვეობით მოვიდა აღნიშნული კოალიცია
'თავისუფალი საქართველოს' თავმჯდომარე კახა კუკავა პარტიიის იმერეთის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელიც პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან არის გადაღებული.
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი