Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

10 თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა

თარიღი : 5-11-2018, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 512,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 %-ით მეტია. (2017 წლის 10 თვე – 359 961 მგზავრი).

ზრდა ფიქსირდება შესრულებული რეისების კუთხითაც. 10 თვის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 1791 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 25% მეტია. (2017 წლის 10 თვე – 1433 რეისი).

2018 წლის ოქტომბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ით გაიზარდა. ოქტომბრის თვეში ქუთაისის აეროპორტი 62000 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის სექტემბერი 34,874 მგზავრი).

რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება. 2018 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 222 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71 % მეტია. (2017 წლის სექტემბერი 130 რეისი).

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.


ნანახია: 582-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, ქუთაისის აეროპორტში მაისში წინა თვეებთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 37
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს 5 ავიაკომპანია ემსახურება
მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა.
თვითმფრინავი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ელვის გამო ვერ დაჯდა.
რეგულარული რეისები ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა ბუქარესტის და ვენის მიმართულებით შესრულდება.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი