Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩვენ ზუსტად ვხვდებით ვის რა დღეში აქვს ნერვები"

თარიღი : 4-11-2018, 18:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge "კლინიკა ბომონდი"-ს ფინანსური მხარდაჭერით წარმოგიდგენთ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით".

"ჩვენ ზუსტად ვხვდებით ვის რა დღეში აქვს ნერვები.

ადამიანს ნერვები რა დროს უმტყუნებს ადვილად შეამჩნევთ მის ქცევაში თუ ის სოციალური ქსელის მომხმარებელია. ადამიანები საკუთარ ლუსტრაციას მისსავე სტატუსებსა და გამოქვეყნებულ ფოტოსურათებში ავლენენ. ასე მაგალითად- ჩვენ ზუსტად ვხვდებით ვის რა დღეში აქვს ნერვები. ვის აქვს სექსი და ვის არა. ვის უჭირს და ვის ულხინს. ვინ არის ბედნიერი ან ვის გონია რომ ბედნიერია და ასე შემდეგ. ნევროზის უტყუარი დიაგნოზია ფეისბუქის ისტერიული გაუქმება.
ფეისბუქის გაუქმება ქართულ თინეიჯერებში გავრცელებული ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები ფენომენია, რომლის ორი სიტყვით დახასიათებაც ნამდვილად ღირს. გამომწვევი მიზეზები:

ქართველი თინეიჯერების უმეტესობა ფეისბუქს თვეში ერთხელ მინიმუმ მაინც აუქმებს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენჯერ ეჩხუბნენ "თავის იმას", რამდენჯერ გამოიწვია მათში თაიმლაინზე ნანახმა სურათმა ცხოვრებისეულ სადარდებლებზე ფიქრის მოთხოვნილება, რამდენჯერ ეჩხუბნენ ვირტუალურად გაცნობილ დაქალს,რაღაც უმნიშვნელოს გამო და ა.შ.

ფეისბუქს ძირითადად აუქმებენ მინუმუმ 1 და მაქსიმუმ 48 საათი. გააჩნია ტკივილს...

ფეისბუქის გაუქმებისას ყველაზე ხშირად გამოყენებული სმაილი არის " :) " ან უბრალოდ მოკლე–მოკლე სიტყვებით აწყობილი წინადადებები და ყოველი მათგანის ბოლოს არაპუნქტუაციური მიზნით დასმული წერტილები. ყველაზე ხშირად შევხვდებით ფრაზებს:
1. ფბ–ს ვაუქმებ :)
2. კარგად :)
3. ამ ცხოვრების დედას შევეცი :)
4. მადლობაააა :)
5. პკ :)
6. ჩემი დაბადების დღე მოვტ*ან :)
და ა.შ.

არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ფეისბუქის გაუქმებად სახელის გადარქმევა, მეგობრების წაშლა და ყველა გვერდის "დაანლაიქება" მიაჩნია. განვიხილოთ სახელების რამოდენიმე ვარიაცია:

''გაუქმებულია გაუქმებულია“ ან „გაუ ქმებულია“.
''გაუქმებულია გაუქმებულია“- აწერია ადამიანებს და მაინც აქტიურად მუშაობს სოციალურ ქსელში. გილაიქებს, გიღიმის, გიჰაჰავებს და ჩათშიც გწერს. ასევე მეგობრობას გიგზავნის. ანუ ეს არის კატეგორია, რომელმაც გააუქმა ფეისბუქგვერდი, მაგრამ ვერ ელევა თან. იგივეა „გაუ ქმებულია“. ოღონდ ის არ აქტიურობს და მხოლოდ გვაკვირდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ორივე ამბობს, რომ ფეისბუქი არ აქვთ და გააუქმეს.  ყველა შემთხვევაში ამ ხალხის ფსიქოანალისტური პორტრეტი სამედიცინო ხასიათის  შესწავლას საჭიროებს, რომელიც უკვე ჩემს კომპეტენციას სცილდება".


„კლინიკა ბომონდი" მრავალპროფილიანი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული კლინიკაა, რომელიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

„კლინიკა ბომონდი“ პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი მედიცინა; ინტენსიური თერაპია; ქირურგია; პედიატრია; მეანობა-გინეკოლოგია; ოფთალმოლოგია.

კლინიკაში მომუშავე რეპროდუქტოლოგები წარმატებით საქმიანობენ და იმ წყვილებს ეხმარებიან, რომლებიც შვილს წლების განმავლობაში ელოდებიან. უნაყოფობის მიზეზების დასადგენად კლინიკაში ტარდება ნებისმიერი ენდოკრინული პათოლოგიის კვლევა, ასევე, წარმოებს ექოსკოპიური დიაგნოსტირება საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილების და საკვერცხეების ანატომიური ანომალიების განვითარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ხდება ფოლიკულის მონიტორინგი და კვერცხსავალი მილების გამტარიანობის შემოწმება როგორც ექოსკოპიურად, ისე რენტგენის საშუალებით.


ნანახია: 219-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
თქვენს მეგობარ 'კლინიკა ბომონდში' მომუშავე რეპროდუქტოლოგები წარმატებით საქმიანობენ და იმ წყვილებს ეხმარებიან, რომლებიც შვილს
'კლინიკა ბომონდში' მომუშავე რეპროდუქტოლოგები წარმატებით საქმიანობენ და იმ წყვილებს ეხმარებიან, რომლებიც შვილს წლების განმავლობაში
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა;
'კლინიკა ბომონდი' მრავალპროფილიანი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი