Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

4 ნოემბრიდან ქუთაისში დუმბაძის ქუჩა გადაიკეტება

თარიღი : 4-11-2018, 09:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში 4 ნოემბრიდან დუმბაძის ქუჩა გადაიკეტება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, ქუჩა გრიშაშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტება.

"აღნიშნულ ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ,,დაგი +" ასრულებს. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად მოხდება გზის საფარის განახლება, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკები. დუმბაძის ქუჩა ერთი თვით გადაიკეტება. ავტოსაგზაო მოძრაობის მიმართულებას კი შესაბამისი ნიშნულებით, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს,"-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ქუთაისში ბარათაშვილის, დუმბაძისა და იაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამივე პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.


ნანახია: 593-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია SMK ნინოშვილის ქუჩიდან დუმბაძის ქუჩამდე, ასევე გრიშაშვილის ქუჩის ნაწილზე

ამინდი