Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლება ქუთაისს კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას 2020 წლიდან ჰპირდება

თარიღი : 3-11-2018, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიამ (EIB) ქუთაისში დაგეგმილი წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტირების საკითხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განიხილა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მასშტაბურ სამუშაოებს, რომელიც ქალაქის თანამედროვე წყალარინების ქსელის მოწყობასა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს EIB დააფინანსებს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შექმნის საკითხზე, რომელიც ექსპერტებსა და კომპეტენტურ პირებს კომპანიიდან და მუნიციპალიტეტიდან დააკომპლექტებს.

აღნიშნული ჯგუფი უზრუნველყოფს ქუთაისის მოსახლეობის ინფორმირებას, პროექტის საბოლოო დიზაინის შესაბამისობას ბენეფიციარების მოთხოვნებთან და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან.

ამ დროისთვის, კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებაზე საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია. მიმდინარეობს პრეტენდენტი კომპანიების შერჩევის და გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის ბოლოს გამოცხადდება, ხოლო გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 2020 წელს დაიწყებს.

პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის მოსახლეობას წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოემსახურება, ხოლო კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში გარემოს დაბინძურების რისკებს.


ნანახია: 151-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2016-2020 წლებში ქუთაისის წყალარინების სისტემის, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი
ქუთაისის მახლობლად ჩამდინარე წყლების გაწმენდითი ნაგებობების მშენებლობა დაიწყება.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 778 378 ლარით არის დაფინანსებული.
დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, გათვალისწინებულია ვანის მუზეუმის, მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ქალაქ წყალტუბოში
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი