Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს 'მეოცნებე' დეპუტატი მუქარის ფაქტებს კოლეგებს დღეს გააცნობს

თარიღი : 1-11-2018, 15:00 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მარეხ ნიჟარაძე საკუთარ მოადგილესთან ელეონორა არჩაიასთან ურთიერთობის გარკვევას დღეს გეგმავს.

როგორც ნიჟარაძე ამბობს, მან მედიის საშუალებით გაიგო არჩაიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ელეონორა არჩაიას და მის ოჯახს ისევ "ქართული ოცნების" გუნდის წევრები- იმერეთის ვიცე-გუბერნატორი და ვიცე-მერი ემუქრებიან.

"ელეონორა არჩაია ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ. მე დღეს ვაპირებ ქალბატონ ელეონორასთან შეხვედრას. ნამდვილად არ ვიცოდი მისი ამ პრობლემის შესახებ. შეიძლება "ქართული ოცნები"-ს გუნდის რომელიმე წევრმა თანამდებობა ბოროტად გამოიყენა. ქალბატონი ელეონორა გუშინ არ იმყოფებოდა საკრებულოს სხდომაზე,"-ამბობს მარეხ ნიჟარაძე.

ცნობისთვის, ელეონორა არჩაიას თქმით, მასზე და მის ოჯახზე ვიცე-გუბერნატორისა და ვიცე-მერის მხრიდან მუქარა ხორციელდებოდა, თან მძიმე ფორმით. მეტ დეტალზე არჩაია წინასაარჩევნო პერიოდში საუბრისგან თავს იკავებს.


ნანახია: 534-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პლატფორმა 'ახალი საქართველო'-ს წარმომადგენლები მათი კანიდატის სააგიტაციო მასალაზე მმართველი გუნდის წარმომაგენელთა პლაკატების
'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' 'კახიანოურის' ოლქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელეონორა არჩაია
'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და 'კახიანოურის' ოლქის მაჟორიტარობის
ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატს მანდატები გადაეცათ.
"ქართული ოცნები"-ს ქუთაისის ოფისს ამ დრომდე მანანა მიქაძე ხელმძღვანელობდა.
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა
ვიზიტის ფარგლებში, 24 იანვარს ხელი მოეწერება ქუთაისისა და იაშშის თანამშრომლობისა და დაძმობილების შეთანხმებას.

ამინდი