Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თამბაქო და ლუდი კიდევ გაძვირდება

თარიღი : 31-10-2018, 13:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მომავალი წლიდან მომხმარებელს ალკოჰოლი და თამბაქო კიდევ უფრო გაუძვირდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს აქციზის გადასახადი მატულობს, რაც პროდუქციის ფასზეც ადეკვატურად აისახება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, აქციზის ზრდის გადაწყვეტილება საქართველოსათვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა. მწარმოებლებს ხარჯი კიდევ გაეზრდებათ, რაც უარყოფით გავლენას ფასზეც მოახდენს.

საქართველოს ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი, 2017 წლის მაჩვენებლით, 1,450 მლრდ ლარს შეადგენდა. წელს ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა, თუმცა მომდენვო წლისათვის ზრდა 55 მლნ ლარის ფარგლებშია და ჯამში 1,505 მლრდ ლარს შეადგენს.

ბიზნესი ცალკე იმაზე წუხს, რომ რეალიზაცია შემცირდება, ხოლო სპეციალისტების შეფასებით, ფასების ზრდამ შესაძლოა, კონტრაბანდა კიდევ უფრო წაახალისოს.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განცხადებით, საგადასახადო ტვირთი უთანასწოროდ ნაწილდება, რის გამოც აქციზის გადასახადის სიმძიმე მაღალ და დაბალშემოსავლიან ფენას თანაბრად შეეხო.

„საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც, 2025 წლისათვის თამბაქოს საცალო ფასში 70% მხოლოდ აქციზზე უნდა მოდიოდეს, ხოლო დანარჩენ 30%-ს შეადგენს როგორც ნედლეულის მასალის ღირებულება, ისე სხვა სახის გადასახადი. მდგომარეობას ამძიმებს ის ვითარებაც, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, 2030 წლამდე არ არის შესაძლებელი ახალი გადასახადის შემოღება, რასაც აქ ჩატარებულმა რეფერენდუმმა მხარი დაუჭირა. ამით საგადასახადო ტვირთის უთანასწორო გადანაწილებასთან გვაქვს საქმე. ნაცვლად იმისა, რომ საგადასახადო ტვირთი უფრო მეტად აწვებოდეს მაღალშემოსავლიანებს, ეს პრინციპი დარღვეულია.

ფაქტობრივად, საგადასახადო ტვირთის გადამისამართება მოხდა. შედარებისათვის, აქციზური გადასახადი არის ამერიკაშიც, მაგრამ როგორც სიგარეტის, ასევე ალკოჰოლური სასმელის აქციზი ნაკლებია, ვიდრე საქართველოში", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" არჩვაძე და დასძენს, რომ სავსებით მოსალოდნელია, მომავალი წლიდან ლუდი და თამბაქო გაძვირდეს, რაც მომხმარებელს სერიოზულ ტვირთად დააწვება.

„თავის დროზე, როცა 1 ლ ლუდზე აქციზი 40-დან 60 თეთრამდე გაიზარდა, მან ფასებზეც მტკივნეულად იმოქმედა. ახლა არ გამოვრიცხავ ახალ ტალღას ამ მიმართულებით. სავარაუდოდ, ლუდიც და თამბაქოც გაძვირდება. განსაკუთრებით ლუდის მწარმოებლებს გაუჭირდებათ, რადგან გაყიდვის კლება ამ სეგმენტში უფრო შესამჩნევია. მწეველი მოხმარებას უფრო რთულად ანებებს თავს, ვიდრე ლუდის მომხმარებელი, რადგან ალტერნატიული სასმელი ბევრია და შეიძლება, არჩევანი სხვაზე, მაგალითად, ღვინოზე გააკეთოს.

თამბაქოს გაძვირების მიუხედავად, მოხმარების კლების დონე საკმაოდ დაბალია. ვფიქრობ, ამ პროცესის პარალელურად მაღალია კონტრაბანდული ნაწარმის შემოტანის ალბათობაც, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, ამიტომ ისე არ უნდა გაძვირდეს პროდუქტი, რომ ამით კონტრაბანდა წახალისდეს", - აცხადებს არჩვაძე.

სამწუხაროდ, ლუდის ბაზარი არ იქნება ერთადერთი, რომელსაც პრობლემა მთავრობის არასწორი საგადასახადო პოლიტიკის გამო შეექმნა. მის ბედს, სავარაუდოდ, თამბაქოს ბიზნესშიც გაიზიარებენ, სადაც მიმდინარე წელი რეალიზაციის კლებით დაიწყო.

როგორც ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ამბობს, თამბაქოს ნაწარმის გაძვირებამ მომხმარებელი განსაკუთრებით დააზარალა.

„ხელისუფლებამ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის დაწესება გაამართლა იმ ლოგიკით, რომ ეს ცვლილება მოხმარებას შეამცირებდა. ასე შეგნებულად გაკეთდა, მაგრამ, სინამდვილეში, სხვა შედეგი მივიღეთ. შემცირდა ძვირადღირებული სიგარეტის რეალიზაცია, რადგან მომხმარებელი იაფ ნაწარმზე გადავიდა, ანუ შეიცვალა სეგმენტი. არც ბიზნესი აღმოჩნდა უკეთეს სიტუაციაში, სადაც ძვირიანი ნაწარმის გაყიდვამ იკლო. საწვავის ბიზნესი ამ მხრივ უპირატეს მდგომარეობაშია, რადგან ისედაც გაბერილი ფასებია. შეიძლება, კლებაა ხისტი მოხმარების თვალსაზრისით, მაგრამ ნავთობპროდუქტების ბიზნესში არ გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რა პრობლემაც, ვთქვათ, ლუდის ბაზარზეა. ყველა შემთხვევაში, მომხმარებელი ზარალდება", - აცხადებს ბაირახტარი.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია თვლის, რომ ლუდზე აქციზის გადასახადის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილება იქნება და ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

„აქციზის ზრდა ფასზე ნეგატიურად მოქმედებს. თავის დროზე ამ გადაწყვეტილებამ ლუდის ბიზნესი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო და ახლაც არასასურველ შედეგს მოიტანს ჩემთვის, როგორც ბიზესმენისათვის, ფასზე ბევრად მტკივნეული აქციზის გაძვირების გადაწყვეტილებაა. ნებისმიერი საფასო ცვლილება მომხმარებლის ჯიბეს ურტყამს, ამიტომ რეალიზაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

უმჯობესია, რომ შემოსავლები გაიზარდოს, რაც ზოგადად ყველა მოქალაქის სურვილია, რომ ბიუჯეტი და ქვეყანა ძლიერი იყოს. ბიუჯეტის შესავსებად აქციზის გადასახადის გაზრდა მოკლე და გაუაზრებელი გზაა. ეს სწორ შედეგს არ მოიტანს", - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან" ჭყონია.

თამბაქოზე აქციზის გაზრდის შემდეგ სიგარეტის ღირებულება მოიმატებს და ეს რეალიზაციაზე აისახება – ასე აფასებენ თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები. ერთ-ერთი უმსხვილესი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ჯიჯი 2011"-ის წარმომადგენელი ილია ჟღენტი ფიქრობს, რომ აქციზის გაძვირება პროდუქტის ფასზეც შესაბამისად აისახება.

„ჯერჯერობით რთულია, განსაზღვრო უარყოფითი გავლენა, რაც შეიძლება აქციზის მხრივ გაძვირებას მოჰყვეს. ფასები ეტაპობრივად მატულობს, დღეისათვის ეს თამბაქოს ბიზნესისათვის მაღალი რისკი არ არის, მაგრამ რა ტენდენციაც შეიძლება განვითარდეს, მომავალი წლიდან გამოიკვეთება.

რასაკვირველია, გაძვირების შემთხვევაში, ფასი კიდევ უფრო მოიმატებს და ეს პროცესი რეალიზაციაზეც უარყოფითად აისახება, გარდა ამისა, აქ გასათვალისწინებელია სიგარეტის ფასი რეგიონებში, რა მხრივაც რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, დიდი საფასო სხვაობა არარეგალური ბიზნესის საფრთხეს გამოაჩენს. ეს ტენდენცია არის და შესაძლოა, კონტრაბანდის მასშტაბი კიდევ გაიზარდოს", - აცხადებს ილია ჟღენტი.


ნანახია: 414-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1-ლი სექტემბრიდან თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი იზრდება, რამაც სამომხმარებლო ბაზარზე თამბაქოს პროდუქცის
იმპორტიორების განმარტებით, აქციზის ფაზის ზრდის ფონზე მათ მოახერხეს და თამბაქოს საფასური ნაწილობრივ გაზარდეს, თუმცა მიმდინარე წელს
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ კანონპროექტი შეიმუშავა,
როგორც ვიცით, ნავთობის ფასზე სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, თუმცა იგი, ძირითადად, გაიზარდა იმის გამო, რომ ირანს დაუწესდა
„შენ მიზანში ხარ ამოღებული“,- ამ სახელწოდებით მოწყობილ აქციაში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ ქუჩაზე მერიის დაკვეთით მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მიმდინარეობდა, მძიმე ტექნიკის საშუალებით კალაპოტიდან ამოღებული ქვა-ღორღი და მიწის მასა
21 იანვარი, 11:00 საათი: ქუთაისში არსებული ოპოზიციური პარტიების რეგიონული ლიდერები, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო, topnews.com.ge-ს პრესკლუბში

ამინდი