Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის საკრებულოში მმართველმა გუნდმა პოლიტიკური რღვევა დაიწყო, მერი კი თანამდებობას რამდენიმე კვირაში დატოვებს"

თარიღი : 30-10-2018, 11:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, მომდევნო წლის მაისში ქუთაისი ახალ მერს აირჩევს, რადგან როგორც შუშანია ირწმუნება, მოქმედ მერს გიორგი ჭიღვარიას თანამდებობის დატოვება ვადაზე ადრე მოუწევს.

ოპოზიიური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მერს, რომლის მუშაობითაც ცენტრალური ხელისუფლება უკმაყოფილოა, ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნების წაგებას არ აპატიებენ.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ძალთა ბალანსი შეიცვლება ქალაქის საკრებულოში. კერძოდ, მმართველ გუნდს დატოვებენ და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებენ საქმიანობას რიგი დეპუტატები.

"ქუთაისის საკრებულოში პოლიტიკური რღვევა დაწყებულია. მმართველ გუნდს ეტაპობრივად დატოვებენ დეპუტატები. ამ ეტაპზე, შესაძლოა ისინი მეორე ტურს ელოდებიან. შიდა დაპირისპირება ქართულის ოცნების, ქუთაისის ორგანზიაციაში პიკს აღწევს. სხვადასხვა კლანები ერთმანეთს ებრძოლებიან და რომელი დაწინაურდება კაცმა არ იცის. ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია კი 90 %-ით გეუბნებით, თანამდებობას დატოვებს. ჭიღვარიამ, როგორც "ოცნების" რაიონულმა ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ქალაქის პირველმა პირმა უსუსუტესი შედეგი აჩვენა,"- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს წევრი გიგა შუშანია.


მმართველ გუნდში არსებულ პოლიტიკურ კრიზის ადასტურებს ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდის წევრი. დეპუტატი პირად საუბრებში, კონფიდეციალურობის დაცვით გვიცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო, მათ პოლიტიკური შემართერბა დაკარგეს.

"უსუსტესი კანდიდატი გვყავდა, რომლის ყველა საჯარო გამოსვლა, ელექტრორატს გვაკარგინებდა, როცა პირიქით ამომრჩეველზე უნდა მოეხდინა ზეგავლენა. სალომე ზურაბიშვილმა რა ხმებიც აიღო , "ქართული ოცნების" ხარჯზე მიიღო , თორემ მისი პირადი რეიტინგი ოჯახის წევრებით შემოიფარგლებოდა. ახლა უკვე "ნაციონალებმა" ჩაგვიგდეს ჩორტი და უნდათ, რომ მმართელი გუნდის რამდენიმე დეპუტატმა ფრაქციები დავტოვოთ და მინიმუმ დამოუკიდებელი ფრაქცია შევქმნათ, მაგრამ არ ვიცი. მგონი სჯობს მეორე ტურის შედეგებს დაველოდოთ, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია. "- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს წევრი, მმართველი გუნდიდან.

ქუთაისში საპრეზიდნეტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ- 46,98%, სალომე ზურაბიშვილმა 28,67%-ი მიიღო.


ნანახია: 1546-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუშინ ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და 'ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატს გიორგი უკლებას შორის ფიზიკური
„მე ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი, თუმცა თუ „ქართული ოცნება“ ჩათვლის საჭიროდ, რომ მე უნდა ვიყო მათი ფრაქციის წევრი, მე მათ მხარს
საჩხერე ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების რეკორდული რაოდენობა მიიღო.
გია გოქაძის ინფორმაციით, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი უახლოესს დღეებში გადადგომის შესახებ განცხადებას
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი