Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გვაქვს ინფორმაცია, რომ წელსაც არჩევნებზე აპირებენ ძალადობას"

თარიღი : 27-10-2018, 12:21 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ლიდერები ქვეყანასა და რეგიონში წინასაარჩევნო გარემოს კრიტიკულად აფასებენ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ამომარჩევლების მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა.

საარჩევნო გარემოს პრობლემებზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი კოტე რატიანი. მისი თქმით, კომისიებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან დასაქმებულები, ასევე დაინიშნენ ადამიანები, რომელთაც წინა წლებში გადაცდომები ჰქონდათ. მისივე თქმით, ხდება ძალადობა ოპონენტებზე.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ წელსაც არჩევნებზე აპირებენ ძალადობას, რადგან იციან, რომ არჩევნებს აგებენ. მობილიზებულია შავი ძალები, რომ მსგავად წინა არჩევნებისა, დესტაბილიზაცია შეიტანონ საარჩევნო პროცესში. ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული ვართ, დავიცვათ ჩვენი ხმები. გარდა ამისა, წინასაარჩევნო გარემოც არათანაბარი იყო, ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. კომისიები დაკომპლექტდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით. იმ პირებს, ვისაც წინა არჩევნებზე ჰქონდათ ადმინისტრაციული სახდელები, კვვლავ ჩასვეს კომისიებში,"-განაცხადა კოტე რატიანმა.


ნანახია: 289-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ლიდერები ქვეყანასა და რეგიონში წინასაარჩევნო გარემოს კრიტიკულად
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობამ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის მიერ აღმოჩენილი დარღვევები შეაჯამა.
პოლიტიკური პარტიის ლიდერები 28 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში, მათი საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებზე ისაუბრებენ და
პარტია 'თავისუფალი საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია 'ქართული ოცნების' საარჩევნო შტაბის მიერ ადმინისტრაციული
ჩიხლაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის მასიურად გამოყენების პრაქტიკა ისევ გრძელდება.
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა
ვიზიტის ფარგლებში, 24 იანვარს ხელი მოეწერება ქუთაისისა და იაშშის თანამშრომლობისა და დაძმობილების შეთანხმებას.

ამინდი