Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში 'ქართული ოცნების' მმართველებს უპირისპირდებიან-'ოცნებას' ბაღდათში ის ხალხი მართავს, რომლებიც ოჯახებს ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ

თარიღი : 26-10-2018, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველო“-ს პრეზიდენტი ირაკლი ჩიგოგიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, ბაღდათში დღეს მმართველ გუნდს ისეთი ჩინოვნიკები (უმრავლესობა) წარმოადგენენ, რომლებიც 2011- 2012 წლებში მის და სხვა ოჯახებს დევნიდნენ, ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ.

„დღეს პირველად ვსაუბრობ საჯაროდ ჩემ პოლიტიკურ პოზიციებთან დაკავშირებით ამდენი ხნის დუმილის შემდეგ! 2011 წლიდან, მიუხედავად ჩემი ასაკისა, აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ საკითხებში იმ მიზნითა და მოტივაციით, რომ ქვეყანაში რაღაც შეცვლილიყო არსებითად. ასევე იმ იმედით, რომ ახალგაზრდებს მომავალში მეტი ხელშეწყობა და გვერდით დგომა გვექნებოდა. 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში რა არჩევნებიც ჩატარდა ყველაში მონაწილეობა მიმიღია და ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა შემისრულებია, ასევე აქტიურად ვიყავი ჩართული მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიაში, მათ სასარგებლოდ, თუმცა არასდროს ვყოფილვარ პარტიული! 2018 წელს კი ის დრო და პერიოდა, როდესაც მე უარს ვაცხადებ იმ პოლიტიკურ მარაზმზე, რასაც დღეს ვხედავ ბაღდათში მმართველი გუნდის მიმართ, მე იმ ღირებულებების და პრინციპების ერთგული ვარ რასაც ერთგულება და პატრიოტიზმი ჰქვია. ბაღდათში დღეს მმართველ გუნდს წარმოადგენს ისეთი ჩინოვნიკები (უმრავლესობა) რომელიც 2011- 2012 წელს პირადად მე და ჩემს ოჯახს გვდევნიდა, გვემუქრებოდა და გვაშანტაჟებდა, იგივე ვითარებაში მყოფი ბევრი ოჯახი და ადამიანი ვიცი, რომელიც მუქარისა და ზეწოლის მიუხედავად უკან არ დახეულა, სწორედ ეს ხალხი მოდიან და გვესაუბრებიან ადამიანობაზე და პატიოსნებაზე, სწორედ ეს უღირსი ჩინოვნიკები მესვრიან ტალახს და ცილს მწამებს თითქოს, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ვეკუთნი, მათგან განსხვავებით ჩემი ღირსება და ადამიანობა არ იყიდება. ეს ვითარება იმათი დამსახურებაა, ვინც დღეს ბაღდათში „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობს, ზუსტად ამიტომ ვერ გადიან და ახალგაზრდებთან დიალოგს ვერ მართავენ იმიტომ, რომ მისასვლელი პირი არ აქვთ, შესაბამისადაც შეხვედრებზე ახალგაზრდების არსებობაც იშვიათია, ტყუილი შეპირებებისა და იმედგაცრუებების შედეგად ახალგაზრდები ღირსება დაკარგულ ჩინოვნიკებს არ ხვდება და არც შეხვდება,“ -აცხადებს ირაკლი ჩიგოგიძე.


ნანახია: 728-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია 'მშვიდობიანი საქართველოს' პრეზიდენტი ირაკლი ჩიგოგიძე ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართავს.
მამის დღე ბაღდათში პირველად აღინიშნა.
კოალიციის ბაღდათის გამგებლობის კანდიდატი ირაკლი გეგეშიძე განამრტავს, რომ მაჩიტაძეს არავინ უცემია და მას ნასვამმა მოქალაქემ
გადაწყვეტილების მიზეზად "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხარდაჭერას ასახელებს.
ვანისა და ბაღდათის საფეხბურთო გუნდები ერთამანეთს ლიდერის ტიტულის მოსაპოვებლად უპირისპირდებიან.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.
გადაწყვეტილების მიზეზად "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხარდაჭერას ასახელებს.

ამინდი