ქუთაისში ამსტერდამიდან ჩამოსული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი იმღერებს
თარიღი : 25-10-2018, 20:08 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე ამსტერდამიდან ჩამოსული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი "მერანი" იმღერებს. ღონისძიება 26 ოქტომბერს, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
22 ჰოლანდიელისგან შემდგარი ანსამბლი როგორც ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებს, აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ უკვდავ ნიმუშებს მღერის. ანსამბლის
დირიჟორი ივო ბოსვიკია, ხოლო
სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთევან წიკლაური.
როგორც ცნობილია, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი! კონცერტზე დასწრება თავისუფალია.