Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლარი გაუფასურებას, პროდუქტები კი გაძვირებას განაგრძობს

თარიღი : 17-10-2018, 18:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ერთი დოლარი კომერციულ ბანკებში უკვე 2 ლარი და 71 თეთრად იყიდება. რეკორდულ ნიშნულს მიაუახლოვდა ევროს ფასი, ერთი ევროს შესაძენად 3 ლარი და 15 თეთრია საჭირო. ლარმა გაუფასურება დღეს დილიდან დაიწყო. ხუთ საათზე კი ახალი კურსი ეროვნულმა ბანკმა დაადგინა.

ერთი ამერიკული დოლარის შეძენა სავალუტო ჯიხურებში 2 ლარად და 68 თეთრადაა შესაძლებელეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული კურსი, კომერციულ ბანკებსა და ვალლუტის გადამცვლელ ჯიხურებში ტრადიციულად უფრო დაბალია.

ეკონომისტები კვლავ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში უხეშ შეცდომებზე საუბრობენ და პროგნოზს ვერ აკეთებენ – ლარისთვის გაუფასურების ფსკერი არ არსებობს.

“ქვეყანაში მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება ეკნომიკური მაჩვენებლები. ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდა შედარებით შენელებულია ვიდრე წლის დასაწყისში. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ეროვნულ ვალუტაზე. როდესაც ეკონომიკა არის სწრაფად მზარდი, მისი გაცვლითი კურსიც გაცილებით უფრო მყარია და ისეთი მერყეობები, როგორსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს არ ახასიათებს”, – აცხადებს ეკონომისტი გიორგი პაპავა.

ბოლო რამდენიმე კვრის განმავლობაში, ლარის გაუფასურების პარალელურად, 10 თეთრამდე გაძვირდა საწვავი. გაძვირება ასევე შეეხო სხვა პროდუქტებსაც. 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა სხვადასხვა დასახელების სიგარეტის ფასი.


ნანახია: 377-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა.
საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და შესაბამისად ვალუტის კურსის გაუფასურება პირველ რიგში იმპორტირებული პროდუქციის
ლარის გაუფასურებასა და ამ პროცესის ინფლაციაზე გავლენას აფასებენ ექსპერტებიც, რომელთა პროგნოზითაც, წლის ბოლოს მთავრობას ინფლაცია
ბოლო კვირის განმავლობაში 0.02 ნიშნულით მოიმატა, რაც იმას ნიშნავს,რომ 1 აშშ დოლარის შეძენა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2.71 ლარად
დოლარი რეგიონის ყველა ვალუტის მიმართ შესუსტებულია, თუმცა საქართველოში მიმდინარეობს საწინააღმდეგო პროცესი. გაუფასურების გაგრძელება
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი გიორგი ჭიღვარიას მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.
შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი მოხდა.

ამინდი