Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„წლის დასაწყისში ქუთაისში დაანონსებული ხმაურიანი პროექტები მხოლოდ სადღეგრძელო აღმოჩნდა“

თარიღი : 11-10-2018, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე გიგა შუშანია ქუთაისში, ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს.

“შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ქუთაისის ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ეს წელი ჩააგდო. ბევრი ქუჩა დაუსრულებელია. არის პროექტები, რომელიც ზარ-ზეიმით დაანონსდა, მაგალითად, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია, გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია, ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაცია. სამწუხაროდ, არათუ დაწყებულია სამუშაოები, მასშტაბური პროექტების მაკეტიც კი არ არსებობს და დარჩა სადღეგრძელოებად პროექტები. მაგალითად, ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტში თანხა დევს და ქუთაისის მერიამ პროექტის დაწყება ვერ მოახერხა. აღარაფერს ვამბობ თეთრ ხიდზე, რომლის რეაბილიტაცია დაუსრულებელია,“ - ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ქალაქში ბოლო 9 თვის განმავლობაში 18 ქუჩას და რამდენიმე საყრდენ კედელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მათ შორის ისეთ ქუჩებისა და ჩიხების რეაბილიტაცია მოხდა, სადაც სამუშაოები ათეული წლებია არ განხორციელებულა.


ნანახია: 1273-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბეების პროექტი საბოლოო სახეს მოსახლეობასთან და არასამთავრობო
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ამის შესახებ ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უკვე დასრულდა.
2015 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან მხარის 12 – ვე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა.

ამინდი