Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ექიმის გადაცდომა" - topnews.com.ge-ს ახალი რუბრიკა

topnews.com.ge
ექიმების გულგრილობა და სამედიცინო შეცდომები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში პაციენტთა დაღუპვის მიზეზი ხშირად სწორედ ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზი ხდება.

ექიმთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში არსებული საბჭო განიხილავს. 160 შემთხვევიდან, საბჭომ წლის განმავლობაში მხოლოდ 2 ექიმს შეუჩერა საქმიანობის უფლება. სააგენტო დამრღვევ მედიკოსებს ძირითადად წერილობით გაფრთხილებას აძლევს.

მიმდინარე წელს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში 100-ზე მეტი საჩივარია შესული, თუმცა ეს უკმაყოფილო პაციენტების ზუსტი რაოდენობა არ არის. მათი დიდი ნაწილი საჩივარს მხოლოდ იმ მიზეზით არ წერს, რომ ეფექტური რეაგირების იმედი არ აქვს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge ახალ რუბრიკას "ექიმის გადაცდომას" იწყებს. მოგვიყევით იმერეთის რეგიონში მოქმედი მედიკოსების მიერ დაშ­ვე­ბუ­ლ შეც­დო­მებზე, ეს იქნება სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის არას­წო­რად წარ­მო­ე­ბა თუ კონ­კრეტულ მო­მენ­ტში გა­მო­ჩე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბა, რამაც პა­ცი­ენ­ტის­თვის ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი გამოიწვია.

ელ-ფოსტა: topnewscomge@gmail.com

საკონტაქტო პირი: ირაკლი ვაჩიბერაძე 598 98 49 50


ნანახია: 1153-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პაციენტის მიმართვის შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა დარღვევები და განცხადებაში
თქვენს მოგვიყევით იმერეთის რეგიონში მოქმედი მედიკოსების მიერ დაშ­ვე­ბუ­ლ შეც­დო­მებზე.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ცნობით, 2017 წლის იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო სამედიცინო
ქუთაისის N3 სამშობიარო სახლში 4 წლის წინ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ალა მატინოვა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
სოციალურ ქსელში ბათუმში მცხოვრები ნათია ჩაგანავას ფოტოები გავრცელდა. 26 წლის გოგო დაახლოებით ერთი თვეა კომაშია.
ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებს შორის არსებული კონკურენცია უკვე ღიად შესამჩნევია.

ამინდი