Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ბუხაიძის ქუჩაზე ხეების მოჭრის ფაქტს სწავლობს

თარიღი : 10-10-2018, 17:12 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა ირაკლი შენგელიამ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩა #24-ის მიმდებარედ არსებული მშენებარე ობიექტი ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაძვის ხეების მოჭრის ფაქტi დაფიქსირდა. შენგელიას თქმით, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები მიიღო.

"ქალაქში არსებული მწვანე საფარის მოფრთხილება არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვტილება. ამაზე მერის მხრიდანაც არაერთხელ გაკეთებულა განცხადება. მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად პირადად მოვინახულე ბუხაიძის ქუჩა #24-ის მიმდებარედ არსებული მშენებარე ობიექტი, რომელიც 2013 წელს აღნაგობის უფლებით გადაეცა კერძო მესაკუთრეს. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები. ხაზგასმით მინდა დავაფიქსირო, მწვანე ნარგავების დაზიანების ნებისმიერი შემთხვევა გამოვლინდება და ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება," - ამბობს ირაკლი შენგელია.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სკვერში ნაძვის ხეების მოჭრის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.


ნანახია: 458-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პირველადი ინფორმაციით, ხეები განზრახაა დაზიანებული.
2017 წელს ქალაქში 2 037 ძირი ხე მოიჭრა და არც ერთი ახალი ხის დარგვა არ მომხდარა.
ნიკეას მეორე შესახვევში მაცხოვრებლები მათ საცხოვრებელთან ნაძვების მოჭრას და ადგილზე პოლიკლინიკის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ.
შესაბამის განცხადებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკეთებს.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქს მიმდინარე წელს ახალი ნაძვის ხე არ ექნება.
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი