Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მოსახლეობას კენკროვანი კულტურების გაშენებისკენ მოუწოდებენ

თარიღი : 10-10-2018, 10:45 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში იმერეთის ვიცე გუბერნატორი ბესიკ გოფოძე ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, 21-ვე ადმინისტრაციული ერთეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და პროექტის-"დანერგე მომავალი“ ახალი ქვეკომპონენტი გააცნო, რომელიც ,,კენკროვანი კულტურების“ განვითარებაზეა ორიენტირებული.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ პრეზენტაციის სახით დეტალურად იყო წარმოდგენილი ახალი ქვეკომპონენტი კენკროვანი კულტურების შესახებ. ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.

ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.

ვიცე გუბერნატორმა შეხვედრებზე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში და ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდა მაქსიმალურად აითვისონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები, რათ მიიღონ მეტი სარგებელი და ამავდროულად განავითრონ სოფლის მეურნეობა.

აღნიშნული პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს. ქ.ვანი, თავისუფლების ქუჩა N65, მერიის შენობა, მეორე სართული.


ნანახია: 297-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდასაჭერად, საქართველოს 5 რეგიონში კენკროვანი კულტურის ნერგების შეძენა და მოყვანა სრულად
მოცვის ბაღი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გოგიტა ავალიანი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 3 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 10 219.2
წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოში შპს 'ჰერბიას' სასათბურე მეურნეობა მოინახულა. 'ჰერბია' ბოსტნეული
თათბირს მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი