Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ჯიშის მცენარეები ხმება

თარიღი : 9-10-2018, 10:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გახმობის საშიშროების წინაშე მყოფი ე.წ. საღორიას ისტორიული ტყე.
ქუთაისში წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ჯიშის მცენარეები ხმება.
სპეციალისტები შიშობენ, რომ ნახევარ საუკუნეში შესაძლოა საუკუნეების ისტორიული მუხნარი საერთოდ განადგურდეს. ლანდშაპტების არქიტექტორი მიზეზად ტყის დაჭაობებას და სოკოს დაავადებას ასახელებს. სპეციალისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სანიტარული ჭრა, ტერიტორიის გასუფთავება და ხეების შეწამვლა დროულად არ მოხდება, შესაძლოა ზიანი გამოუსწორებელი აღმოჩნდეს.

"30-50 წელიადში შესაძლოა ეს ტყე აღარ არსებობდეს. სოკვანი დაავადება ასე ადვილი მოსავლელი არ არის. საჭიროა ინდივიდუალურად ხეების დამუშავება. იმერული მუხა ძალიან რთული აღსადგენი იქნება,"- განაცხადა ლანდშაფტის არქიტექტორმა რამაზ კილაძემ.

საღორიის ტყის ნაწილი ეროვნულ სატყეო სააგენტოს ეკუთვნის, რომელსაც უმოქმედობის გამო საყვედურობენ ქუთაისელი პოლიტიკოსები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს უთვლიან და ფულის არასწორად ხარჯვაში ადანაშაულებენ.

ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამტკიცებენ, რომ მიზეზი, რის გამოც საღორიის უნიკალური ტყე გასაჭირშია, არა სოკო, არამედ მავნებელი მწერია.

"ტყეში სისტემატიურად ხორციელდება სანიტარული ჭრა. 2018 წლის სამოქმედო გეგმების მიხედვით დაგეგმილი არის აღდგენითი ღონისძიება, 2,4 ჰექტარზე, 10 000-სზე მეტი იმერული მუხა დაირგვება. ტყეში ფიქსირდება მუხის დიდი ხარაბუზა, რომელიც დიდი ზომის ხოჭოა და ხის მერქანს დიდი ზიანს აყენებენ. სწორედ ამის გამო, ქარის დროს მარტივად იქცევა ტყეში ხეები."- განაცხადა ტყის მოვლა-აღდგენის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა გიორგი მამადაშვილმა.


ნანახია: 673-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წლების წინ გაუვალი ტყის ტერიტორია დღეს განადგურებულია.
კომპანია მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას.
აქციის ფარგლებში, 30-მდე მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.
პარტია 'თავისუფალი საქართველოს' პრეზიდენტობის კანდიდატმა და შტაბის უფროსმა საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს.
Topnews.com.ge-სთან საუბარში რეინჯერი ამბობს, რომ ჭიათურაში დიდი რაოდენობით წაბლისა და მუხის მოჭრილი ხეები აღმოაჩინა, დაასურათა
ტყის განახლების პროექტი პერმანენტულად გაგრძელდება და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ამინდი