Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"შვილის ოპერაციისთვის ბინა იპოთეკით დავტვირთე, თუმცა ფული არ მომცეს. ჩემი თანხა იპოთეკარმა და მაკლერმა გაიყვეს"

თარიღი : 8-10-2018, 15:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები კუხიანიძეების 4-სულიანი ოჯახი წლებია სამართლის პოვნას უშედეგოდ ცდილობს. ოჯახმა 4 წლის წინ მის საკუთრებაში არსებული სამოთახიანი ბინა იპოთეკით დატვირთა. თანხა ოჯახის უფროსის ოპერაციისთვის სჭირდებოდათ, თუმცა არ მისცეს. ოჯახი დღეს ნაქირავებ ფართში ცხოვრობს, თუმცა ბინის მეპატრონე ბინის დაცლას სთხოვთ. ოთხსულიან ოჯახს კი წასასვლელი არსად აქვს.

"შვილი მყავდა ავად, გულის ოპერაცია სჭირდებოდა და თანხა ამისთვის გვინდოდა. 9 000 დოლარი უნდა მოეცა იპოთეკარს. ვიდრე ბინა იპოთეკით დაიტვირთება, ამ ფულს მე წავიღებო. თანხა უბრალოდ გვანახეს, არც დაგვითვლია. ისეთი კაცის დათვლილია ეგ, არ უნდა დათვლაო. ჩვენი ფული იპოთეკარმა და მაკლერმა გაიყვეს. შვილი გარდამეცვალა. ოჯახში ავადმყოფი შვილიშვილი გყავს, რომელსაც ყურადღება უნდა, ბინა დავკარგეთ. ნაქირავებში ვცხოვრობთ და ახლა აქედანაც გვიშვებს მეპატრონე, უნდა დავაგირავოო. არ ვიცით რა ვქნათ. სახელმწიფოს დახმარების იმედი არ გვაქვს, უშედეგოდ ვცდილობდით სამართლის პოვნას," - ამბბოს იპოთეკური სესხით დაზარალებული მარგო კუხიანიძე.

ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა ცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან სულაქველიძე, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებს.


ნანახია: 416-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოჯახში ბებია და ცერემბლარული დამბლით დაავადებული შვილიშვილი ცხოვრობს.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, იპოთეკური სესხით დაზარალებული ნინო მკერვალიძის ოჯახის გამოსახლება შეჩერდა. დაზარალებულის ოჯახმა და
ქუთაისში მცხოვრები მინდიაშვილების შვიდსულიანი ოჯახი შესაძლო ღია ცის ქვეშ დარჩეს
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #27 -ში ამ წუთებში იპოთეკური სესხით დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახის, რამაზ თუთარაშვილს ოჯახის
ქუთაისში, იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.
ოჯახი, სადაც სამი არასრულწლოვანია, ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.

ამინდი