Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მართმადიანი'- ახალი მიმდინარეობა რელიგიაში

თარიღი : 7-10-2018, 00:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge „კლინიკა ბომონდი“-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით". ჟურნალისტი რუბრიკაში კვირის მნიშვნელოვანი ამბების იუმორით გაჯერებულ შეფასებას გთავაზობთ.

„მართმადიანი“- ახალი მიმდინარეობა რელიგიაში


პრინციპში მე მომწონს პრეზიდენტი თუ „მართლმადიანი“ იქნება. ყველას პრეზიდენტი იქნება- ჩვენიც და მუსლიმებისიც! მართლმადიანი რაიმე ახალი რელიგიური მიმდინარეობა არ გეგონოთ. არც ის, „გირჩს“ რომ რაღაც ეკლესია აქვს. „მე მართმადიანი ვარ“- სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ო რა მინძრეული პოლიტიკოსია... მართლმადიდებლესაც ასიამოვნა და მაჰმადიანებსაც.

მომკალით და მე მაინც მგონია, რომ ამ ქალბატონს არც პიარი ყავს, არ კონსულტანტი, არც მრჩეველი და ოჯახის წევრებიდანაც არავინ უდგას გვერდით. აბა არ მესმის, ასე რატომ უნდა ჩაატარო საარჩევნო კამპანია. გაგიკვირდებათ და კანდიდატი ზურაბიშვილი ორი დღე არ გამოჩენილა და რეიტინგი მოემატა.

რომ ვუყურებ ქალბატონ სალომეს, თუ ის უნდა აირჩიოს ერმა, ავლაბრის პრეზიდენტის სასახლე კი არა, ისიც ზედმეტია მგონი რაც ათონელზე გაარემონტეს. რომ ვაკვირდები, დიდად პრეზიდენტობას საქმის კეთება არ სჭირდება და რაც უფრო მოფარებულში და მყუდროდ დააბრეხვებს მომავალი პრეზიდენტი ათას სისულელეს, მით უკეთესი ჩვენთვის.

მით უფრო თუ სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, არც აქვს პრეტენზია. ავლაბრის არ მიხდება, ათონელის სასახლე უფრო მიხდებაო...

მდაა... არ მიხდება სასახლე, გითხრათ მართალი არ ვიცი, რას ნიშნავს. თავიდან ვიფიქრე: სახეზე არ უხდებოდა, მაგრამ ახსნა ბოლოში- ათონელის შენობა უფრო ქალურიაო (თუ ვინმე ჰგონია, ვხუმრობ, მაგრად ცდება, ზუსტად ამ ქალბატონის სიტყვებს ვციტირებ).

აქედან გამომდინარე, ცხადია მაქვს მე ჩემი გეგმა. სადმე მშენებარეში რომ ავუღოთ პრეზიდენტს ერთი 30-50 კვადრატი და იმ მშენებელმა კომპანიამ გადააგდოს? ეგ იქნება საუკეთესო ვარიანტი. აბა რას იტყვით მეგობრებო? ქართული დემოკრატიისთვისაც ეგრე აჯობებს, რომ პრეზიდენტი იყოს ყოველმხრივ დაზარალებული და გადაგდებული."

„კლინიკა ბომონდი" მრავალპროფილიანი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული კლინიკაა, რომელიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

„კლინიკა ბომონდი“ პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი მედიცინა; ინტენსიური თერაპია; ქირურგია; პედიატრია; მეანობა-გინეკოლოგია; ოფთალმოლოგია.

კლინიკაში მომუშავე რეპროდუქტოლოგები წარმატებით საქმიანობენ და იმ წყვილებს ეხმარებიან, რომლებიც შვილს წლების განმავლობაში ელოდებიან. უნაყოფობის მიზეზების დასადგენად კლინიკაში ტარდება ნებისმიერი ენდოკრინული პათოლოგიის კვლევა, ასევე, წარმოებს ექოსკოპიური დიაგნოსტირება საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილების და საკვერცხეების ანატომიური ანომალიების განვითარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ხდება ფოლიკულის მონიტორინგი და კვერცხსავალი მილების გამტარიანობის შემოწმება როგორც ექოსკოპიურად, ისე რენტგენის საშუალებით.


ნანახია: 798-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თქვენს მეგობარ 'კლინიკა ბომონდში' მომუშავე რეპროდუქტოლოგები წარმატებით საქმიანობენ და იმ წყვილებს ეხმარებიან, რომლებიც შვილს
'კლინიკა ბომონდი' პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას ისეთი მიმართულებით სთავაზობს, როგორიცაა: გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია,
'კლინიკა ბომონდში' მომუშავე რეპროდუქტოლოგები წარმატებით საქმიანობენ და იმ წყვილებს ეხმარებიან, რომლებიც შვილს წლების განმავლობაში
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა;
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი