Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყინვა და ძლიერი ქარი-სინოპტიკოსების პროგნოზი

თარიღი : 6-10-2018, 21:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ამაღამ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ყინვა, ხვალ კი, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარა, თუმცა ხვალ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მ/წმ–ში იქნება. ასევე, გორი–სურამის მონაკვეთზე ქარის სიჩქარე 17–22 მ/წმ–შია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, პირიქით დაიკლებს და 13–18 გრადუსი იქნება, თბილისში – 17 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება და ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.

ამასთან, ამაღამ მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვა იქნება და 0,–5 გრადუსი დაფიქსირდება.

8 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში დათბება, თუმცა აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 24–29 გრადუსია მოსალოდნელი; აღმოსავლეთ საქართველოში კი 16–23 გრადუსი იქნება, თბილისში – 20 გრადუსი.


ნანახია: 1296-ჯერ

მსგავსი სიახლეები
24-25 სექტემბერს, მაღალმთაში თოვლი ან თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.
20 მარტამდე საქართველოში პერიოდულად წვიმიანი და არამდგრადი ამინდი იქნება.
19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი