Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კომპანია 'საქნახშირი' მეშახტეებს ხელფასს აღარ გადაუხდის - ტყიბულელები გაფიცვას აანონსებენ

თარიღი : 6-10-2018, 21:01 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ტყიბულელი მეშახტეები 1-ლი ოქტომრიდან ხელფასის გარეშე რჩებიან და ამის გამო რამდენიმე დღეში გაფიცვას აანონსებენ. მეშახტე გაგა ისაკაძე ჩვენთან მიმდინარე პრობლემებზე საუბრობს და განმარტავს, რომ მათი ბედი ისევ გაურკვეველია.

„არ ვიცით რა ბედი გვეწვევა. გაურკვევლობაში ვართ და თუ ამ დღეებში ისევ არაფერი გაირკვა, ვაპირებთ კვლავ ქუჩაში გავიდეთ. არავინ არაფერს გვეუბნება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირს“ ჰქონდა მოლაპარაკება მთავრობასთან, გარკვეულ ადგილებში (იქ, სადაც აფეთქება არ მომხდარა) სამუშაოები თუ არ აღდგებოდა, მაშინ 1-ლი ოქტომბრიდან ხელფასებს აღარ დაგვირიცხავდნენ. მთავრობა დუმს. ფინანსური პრობლემები კი ჩვენთვის დღეს ყველაზე მტკივნეულია“,- აღნიშნავს გაგა ისაკაძე.

მისივე თქმით, ხელფასების გარეშე დარჩენას, ყველა მეშახტეს ურჩევია ნებისმიერ პირობებში სამუშაოები გაგრძელდეს და ამიტომ მზად არიან შახტში ჩასასვლელად.

გაგა ისაკაძე:
„ჩვენც გვაწუხებს უსაფრთხოება და ყველას ეშინია ოჯახის წევრის დაკარვის, მაგრამ ფინანსების გარეშე ლუკმა-პურის გარეშე ვრჩებით. ესეც სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ, ორი ცუდი ვარიანტიდან ვირჩევთ სამუშაოების აღდგენას. სხვა რა გზა გვაქვს?!“.

ტყიბულის მაღაროში დღეს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, "კომერსანტი" საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების წრმომადგენლებსაც ესაუბრა. ორგანიზაციის წევრმა დავით დოლაბერიძემ დაგვიდასტურა, რომ მეშახტეებს ხელფასები ნამდვილად აღარ ჩაერიცხებათ. მისივე თქმით, „საქნახშირი“-ს გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა, რომ 15 ივნისის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნახშირმოპოვება შეჩერებულია, ივლისის და აგვისტოს ხელფასები გადაიხადა, მაგრამ თუ ნახშირმიპოვება არ განახლდა, კომპანია 1-ლი ოქტომბრიდან ხელფასებს ვეღარ გასცემს.

თამაზ დოლაბერიძე: „მეშახტეებს აქვთ უმუშევრობის შიში და ითხოვენ დასაქმებას, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ტყიბულში ალტერნატიული დასაქმების საშუალება არ არის. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფესიული კავშირი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, მაშინვე ითხოვდა მხარეების მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის შედგენას, როდესაც პრემიერ-მინისტრმა 16 ივნისს ნახშირმოპოვებითი სამუშაოების გაჩერებისა და მეშახტეების იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე ანაზღაურების გაცემის ბრძანება გასცა. პრემიერმა პროფკავშირის მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა, რის შესახებაც ჩვენ ბახტაძეს წერილობით შევახსენეთ, თუმცა მისი მხრიდან რეაგირება მაინც არ ყოფილა.

ტყიბულის კრიზისისადმი მთავრობის ამგვარი დამოკიდებულების გამო, ტყიბულში იძულებითი შრომის გარემო შეიქმნა, ანუ, მეშახტეები ითხოვენ მუშაობის განახლებას მიუხედავად იმისა, როგორი შრომის უსაფრთხოების გარემო იქნება შახტებზე...“

გარდა იმისა, რომ მეშახტეები რჩებიან ხელფასების გარეშე, მეორე პრობლემა უკავშირდება იმ გერმანულ კომპანიას, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ადგილზე უნდა შეესწავლა შახტის მდგომარეობა და დაეგინა, შესაძლებელია თუ არა სამუშაოების გაგრძელება მომავალში. ირკვევა, რომ ეს კომპანია ჯერ არც კი ჩამოსულა; მეტიც ჩამოსვლის თარიღი ისევ უცნობია.

„პროფკავშირების“ წარმომადგენელი ნიკა კაკაშვილი: „დიახ, ეს საექსპორტო კომპანია უკვე რახანია შერჩეულია, მაგრამ ჯერ არავინ ჩამოსულა. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ამას სჭირდება ტექნიკური საკითხების მოგვარება, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც არ ვიცით როდის ჩამოვლენ და ამასობაში რა ბედი ეწევათ მეშახტეებს“.

თამაზ დოლაბერიძე: „მიმდინარე წლის 7 სექტემბერს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შერჩეული იქნა გერმანული საექსპერტო კომპანია GMT ჯგუფი, რომელმაც საფრთხეების და რისკების შეფასების მიზნით, შახტების ინსპექტირება უნდა განახორციელოს და, სავარაუდოდ, არსებული მეთოდოლოგიით ქვანახშირის მოპოვების გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებაც უნდა გააკეთოს შეფასება.

გერმანულ კომპანიას სამუშაოების ჩასატარებლად 5 კვირა დაჭირდება, შესაბამისად, ისიც გაურკვეველია, იძულებითი მოცდენის პერიოდს ვინ აანაზღაურებს, როცა „საქნახშირი“ ამბობს, რომ მეტი შესაძლებლობა არ აქვს“.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ტყიბულის შახტი დაილუქა, ორ კონკრეტულ ლოკოლაციაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. ესენია - ვენტილაციისა და წყლის ამოტუმბვის ადგილები, სადაც დარგის სპეციალისტების თქმით, სამუშაოების შეჩერება ფიზიკურად შეუძლებელია. მართალია აღნიშნული ლოკაციები იმდენად საფრთხის შემცველი არ არის, რამდენადაც უშუალოდ აფეთქების ადგილები, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები არც იქ არის ბოლომდე დაცული.

რა ბედი ეწევათ ტყიბულელ მეშახტეებს - მიუხედავად იმისა, რომ პროცესებში უშუალოდ პრემიერ -მინისტრი მამუკა ბახტაძეც ჩართულია, შეკითხვა მაინც აქტუალური და პასუხგაუცემელია.






ნანახია: 398-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელშეკრულება, რომელსაც კომპანია მეშახტეებს სთავაზობდა, დასაქმებულებთან არ გაფორმდება.
ტყიბულში სამთომოპოვებითი საქმიანობის გაგრძელება უჭირს. საწარმოს გაჩერების შედეგად 1400-მდე ეკონომიკურად აქტიური ადამიანი
პროფკავშირების წარმომადგენლები ადგილზე ქუთაისელი მეტალურგების პრობლემებს გაეცნენ.
მეშახტეებს არ აკმაოფილებთ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ის განცხადება, რომლის თანახმად, მინდელის სახელობის შახტის დირექტორი მზად
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
პირველი პრობლემა არის ის, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს, შესაბამისად, ვერ ხედავს მოგებას. მეორეა აღებული სოციალური
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი