Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ 500-მდე ოჯახს ქუჩაში დარჩენა გვემუქრება"- იპოთეკური სესხებით დაზარალებულები ხელისუფლებას მიმართავენ

თარიღი : 6-10-2018, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში, იპოთეკური სესხით დაზარალებული ადამიანები ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ.
იპოთეკური სესხით დაზარალებულების თქმით, 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" მათ დაპირება მისცა, რომ გრძელვადიან დაბალპროცენტიან სესხებს მისცემდათ, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

"ჩვენ მოგვატყუეს, მოგვატყუა ამ მთავრობამ. 2012 წელს გვითხრეს, რომ მოგცემთ გრძელვადიან დაბალპროცენტიან სესხებსო, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. მათი გადაცემული არცერთი დაპირება არ შესრულდა. ყოველდღიურად ხდება გამოსახლება, თითქოს რამდენიმე თვე შეჩერდა, მაგრამ ახლა ისევ დაიწყო. ჩვენს მიერ, იმერეთის რეგიონში აღრიცხულია 500 ოჯახი, ამდენივე კი საზღვარგრეთ წავიდა. ადამიანები ქუჩაში არიან დარჩენილი და მოვითხოვთ, მოხდეს რეაგირება. ახალი პრემიერის მიერ გაჟღერდა, რომ გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა სესხი და გარკვეული ცვლილებებიც არის, მაგრამ ეს არ ეხება უკვე აღებულ სესხებს, რაც არის ძალიან ცუდი. 7 სულიან ოჯახს ქუჩაში რომ გამოაგდებ და არ გაინტერესებს ამ ოჯახის ბედი, ეს სახელმწიფოა? 50 მილიონი სრულიად საკმარისია, საქართველოს მასშტაბით დაზარალებული ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად. ვთხოვ ხელისუფლებას დაინტერესდეს ჩვენი პრობლემებით. "-განაცხადა ცენტრის თავმჯდომარემ დარეჯან სულაქველიძემ.


ნანახია: 1040-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები დღევანდელ ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, სხვა
ადგილზე პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებიც იპოთეკური სესხით დაზარალებულ ოჯახს სახლიდან იძულების წესით ასახლებდა.
ადგილზე პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებიც იპოთეკური სესხით დაზარალებულ ოჯახს სახლიდან იძულების წესით ასახლებდა.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ხელისუფლებისგან დაბალპოცენტიან, გრძელვადიან სესხებს მოითხოვენ.
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #27 -ში ამ წუთებში იპოთეკური სესხით დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახის, რამაზ თუთარაშვილს ოჯახის
ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ იპოთეკური სესხებით დაზარალებული სამი მოქალაქე მესამე დღეა შიმშილობს.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი