Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ღვაწლმოსილ პედაგოგებს ფულადი ჯილდო გადასცეს

თარიღი : 5-10-2018, 19:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ა(ა)იპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი,იმერეთის ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გენადი მარგველაშვილი და ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიგა ციბაძე ესწრებოდნენ.

მასწავლებლებს პროფესიული დღე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა და აღნიშნა, რომ მასწავლებლობა ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, სწორედ მასწავლებლები უზრდიან ქვეყანას ღირსეულ თაობებს.

“მინდა მოგილოცოთ თქვენი პროფესიული დღე. მასწავლებლობა საპასუხისმგებლო და რთული პროფესიაა. თქვენ ხართ ერთ-ერთი მთავარი ძალა და ფუნდამენტი, რომ ქვეყანას განათლებული თაობები აღუზარდოთ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა.

ქუთაისის მერიის განათლების ღონისძიებების პროგრამით მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება. 38 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ასევე 37 ბაგა-ბაღისა და 9 კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგს ფულადი ჯილდო გადაეცა. ასევე, დაჯილდოვდა 11 ღვაწლმოსილი მასწავლებელი. აქედან, 4 პედაგოგს სამკერდე ნიშანი ,,ამაგდარი“ გადაეცა.


ნანახია: 454-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიორგი ჭიღვარიას თქმით, პედაგოგის როლი მომავალი თაობის აღზრდაში უმნიშვნელოვანესია.
ქუთაისის კულტურის სახლში მასწავლებელთა დღე აღნიშნეს.
ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის – მ . ბალანჩივაძის სახ.
ღონისძიება 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრშია ჩანიშნული
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და საკრებულოს დეპუტატები წარმატებულ
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი