Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის შახტში არსებულ პრობლემებს გერმანული კომპანია შეისწავლის

თარიღი : 5-10-2018, 15:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის შახტში არსებული შრომის პირობების ინსპექტირებას გერმანული კომპანია DMT Group-ი უახლოეს დღეებში დაიწყებს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, კომპანიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება.

„დღეს ან მომდევნო კვირის ორშაბათს უკვე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას. შესაბამისად, ძალიან მალე დაიწყება ტყიბულის შახტებში ინსპექტირების პროცესი. მოგეხსენებათ, DMT საერთაშორისო ავტორიტეტული კომპანიაა და მასთან, მოლაპარაკებებს დასჭირდა დრო. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ტექნიკური საკითხები და სხვასდასხვა დეტალი
იყო შესათანხმებელი“, -აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისივე განმარებით, ინსპექტირების პროცესი 4-5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ქართველებიც ჩაერთვებიან.

კითხვაზე, თუ რამდენად დაინტერესდება სახელმწიფო ტყიბულის შახტების შესყიდვის საკითხით, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები DMT-ის დასკვნის შემდეგ გაიმართება.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ დასკვნას და გავიგოთ, რა ტიპის პრობლემები იქნება წარმოდგენილი. ამის შემდეგ გაიმართება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, პრემიერის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ დაიხურა რაც 16 ივლისს ადგილზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. მალევე, „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ კომპანია „საქნახშირის“ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის მზადყოფნა გამოთქვა.

ტყიბულის შახტებში შრომის პირობების შესწავლის მიზნით, საერთაშორისო ექსპერტული კომპანია DMT Group-ი 7 სექტემბერს სამხრივი კომისიის სხდომაზე შეირჩა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მიერ მაშინ გაკეთებული განცხადებით, კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 50 000 ევროთი დაფინანსდება.


ნანახია: 567-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
დაღუპული მეშახტეები 14 მაისს დაკრძალეს.
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება
უჩა ნანუაშვილის თქმით, აუცილებელია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა.
ისინი ადგილზე ეცნობიან დასაქმებულების სამუშაო გარემოს. აკვირდებიან, რამდენად არის შრომითი უსაფრთხოება დაცული და მონიტორინგს
ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი