Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„მოკლულს 11 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" - სამტრედიაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს

თარიღი : 5-10-2018, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

40 წლის გიორგი გიორგაძეს საკუთარი სახლის წინ, ცივი იარაღით 11 ჭრილობა მიაყენეს.

მკვლელობის საქმეზე დაუსწრებლად ბრალი კობა მეფარიშვილს წარედგინა, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბრალდების მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართოლოში გაასაჩივრა, პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

"საქმეში არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაული გამოიკვეთება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 14 მაისს, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და დარწმუნებული ვარ, რომ სააპელაციო სასამართლო განაჩენს უცვლელად დატოვებს,"- განუცხადა topnews.com.ge-ს ბრალდებულის ადვოკატმა ილია ჯანელიძემ.

სამტრედიაში მკვლელობა 2015 წლის 6 აგვისტოს მოხდა.


ნანახია: 1356-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
მსჯავრდებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან განაჩენის გამოცხადებისთანავე გათავისუფლდა.
აღნიშნული დანაშაულისათვის მამაკაცს 2012 წელს, საქალაქო სასაამრთლომ 9 წელი დაუსწრებლად შეუფარდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის, გრიგოლ ბაკურაძის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მერაბიშვილზე და ჭიაბერაშვილზე, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების
მერაბიშვილის დაცვის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით, დასაქმებისა და

ამინდი