Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმა გამაფრთხილეს: არ მეკრიტიკებინა ქუთაისის მერი'

თარიღი : 4-10-2018, 11:45 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქცია "ნაციონალების" წევრი გია უკლება მის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. ინცინდენტი, რომელიც ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, მიმდინარე წლის 19 სექტემბერს მოხდა, ოპოზიციონერი დეპუტატის ცემით დასრულდა.

"ეს იყო ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა ჩემს მიმართ. თავდასხმა გამოწვეული იყო ერთადერთი მიზეზით: ჩემი პოლიტიკური აქტიურობით. საკრებულოს უმრავლესობამ გამაფრთხილა, რბილი და ლოიალური ვყოფილიყავი ქალაქის მერის და ხელისუფლების მიმართ. 29 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმა გამიყვანეს აივანზე და გამაფრთხილეს: წყნარად ვერ ვიქნებით, თუ შენ ასე იაქტიურებო,"-ამბობს გია უკლება.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

"მასალები შეგროვებულია. დასრულდა ჩემი დაკითხვა და მოხდა ინცინდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება. ყველა პირი დაკითხულია როგორც პოლიციაში მეუბნებიან. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ დაემატოს ჯფუფური ძალადობის და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელისშეშლის კვალიფიკაცია,"- ამბობს გია უკლება.

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბრალდებებს, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია პასუხობს. შენგელიას თქმით, ის ძალადობას გმობს, თუმცა ყოფილი სახელისუფლებო პარტია მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებს.


ნანახია: 789-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას დეპუტატები
ქუთაისის ახალი, მეხუთე მოწვევის საკრებულო 14 ივლისს შეიკრიბება
გუშინ ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და 'ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატს გიორგი უკლებას შორის ფიზიკური
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მის მიმართ არსებულ ბრალდებებს დღეს გაამრთულ ბრიფინგზე უპასუხა.
დეპუტატი პოლიციის განყოფილებაში 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე გია უკლება ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის თბილისში გადატანის

ამინდი