Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'იგრძნობა, რომ ჩვენც ქალაქში ვცხოვრობთ?'-დასახლება ქუთაისში, რომელსაც არც გზა აქვს, არც წყალი და არც გაზი

თარიღი : 2-10-2018, 17:21 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაახლოებით 40 წელია, რაც ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი წყლის, შუქის, გზისა და ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს. 16 ოჯახი წლებია ხელისუფლებისგან დახმარების მიღებას ცდილობს, თუმცა-უშედეგოდ.

„იგრძნობა, რომ ჩვენც ქალაქში ვცხოვრობთ? გზა ჩვენ არ გვაქვს. კილომეტრებს გავდივართ რაიმე რომ გავყიდოთ და რაიმე ვიყიდოთ. გაზი ჩვენთან არ არის. თუ საკმარისი რაოდენობა არ იქნა, ვერ შემოვიყვანთო. შუქი ცოტა ხნის წინ შემოვიყვანეთ და ფული ნაწილ-ნაწილ გადავიხადეთ. არავინ მოსულა და ჩვენი მდგომარეობით არ დაინტერესებულა. ვართ ასე უპატრონოდ მიტოვებულები,“ - ამბობს მოსახლეობა.

აქციას ოპოზიცია შეუერთდა. „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი გოგი წულაია ქუთაისის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების პრობლემებით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის პრობლემებს არ იცნობენ. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი ამბობს, რომ გზის, წყლისა და გაზის გარეშე მყოფი მოსახლეობის გაჭირვებას უკეთ მას შემდეგ გაეცნობა, რაც მოსახლეობა მერიას წერილობით მიმართავს.


ნანახია: 504-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები განმარტავენ, რომ წლებია უშედეგოდ ითხოვენ გზისა და ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარებას. დასახლებას, რომელიც ქუთაისს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მოსახლეობის ნაწილი წლებია წყლისა და გზის გარეშე ცხოვრობს.
ქუთაისში, ომარ ფხაკაძისა და მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს დაახლოებით ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილის მაცხოვრებელთა უკმაყოფილება სოკარ ჯორჯია გაზის ქუთაისის ორგანიზაციის გადაწყვეტილებამ
სოციალურად დაუცველი ოჯახების განცხადებით, მათ დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი