Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ოპერის წინ თეატრის ღვაწლმოსილი სოლისტების ვარსკვლავები გაიხსნება

თარიღი : 28-09-2018, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
28 სექტემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნება თეატრის ღვაწლმოსილი სოლისტების- ნაიარა კიკოლიაშვილის და რამაზ კუბლაშვილის სახელობითი ვარსკვლავები.

ნაირა კიკოლიაშვილმა და რამაზ კუბლაშვილმა შეძლეს ოპერის სიყვარული სხვებისთვისაც გადაეცათ. მათ უამრავი მნიშვნელოვანი როლი აქვთ შესრულებული, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქავეყნების პრესტიჟული თეატრების სცენებზე.

ნაიარა კიკოლიაშვილი 1977 წლიდან არის ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი -კოლორატურული სოპრანო, მას ნამღერი აქვს ისეთი კორიფეების გვერდით, როგორებიც არიან სახალხო არტისტები პაატა ბურჭულაძე, მედეა ამირანაშვილი, ნოდარ ანდღულაძე, თემურ გუგუშვილი.

მის მისერ შესრულებული საოპერო პარტიები ძალზე მრავალფეროვანია: მარო, მარიხი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“,„აბესალომ და ეთერი“), ქეთო (ვ. დოლიძე „ქეთო და კოტე“), ცირა (მ. ბალანჩივაძე „დარეჯან ცბიერი“), მარგალიტა (ო. თაქთაქიშვილი „შერეკილები“), თინა (ა. ბუკია “დაუპატიჟბელი სტუმრები“), კაროლინა (ჩიმაროზა „საიდუმლო ქორწინება“), როზინა (როსინი „სევილიელი დალაქი“), ჯილდა, ვიოლეტა (ვერდი „რიგოლეტო“, „ტრავიატა“), ლუჩია (დონიცეტი „ ლუჩია დი ლამერმური“), ლეილა (ბიზე „მარგალიტის მაძიებლები“), ბრიგიდა (ჩაიკოვსკი „იოლანტა“) და ა.შ.

რამაზ კუბლაშვილი 1979 წლიდან არის ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი - ტენორი. ის არის საქართველოს სახალხო არტისტის, ცნობილი საოპერო მომღერლის ვაჟა კუბლაშვილის ვაჟი. ყველა სპექტაკლში, რაც კი შესრულებულა ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე, რამაზ კუბლაშვილი ყველგან წამყავნ პარტიებს ასრულებს.

მის რეპერტუარშია: აბესალომი, მალხაზი, გურამი (ზ.ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“ , „დაისი“, ლატავრა“), კოტე (ვ.დოლიძე „ქეთო და კოტე“), არსაკიძე (შ.მშველიძე „დიდოსტატის მარჯვენა“), მინდია, ერთაოზი (ო.თაქთაქიშვილი „მინდია“, „შერეკილები“),ზაქრო, მეურმე (ა. ანდრიაშვილი „კაკო ყაჩაღი“), ბერდო (რ. ლაღიძე „ლელა“), პუშკინი (დ. თორაძე „ჩრდილოეთის პატარძლი“), ალფრედი, ჰერცოგი (ჯ. ვერდი „ტრავიატა“, „რიგოლეტო“), ტურიდუ (მასკანი „სოფლის პატიოსნება“), ნადირი (ბიზე „მარგალიტის მაძიებელნი“), ლენსკი, ვოდემონი (პ.ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი“ , „იოლანტა“) და ა.შ.

ნაირა კიკოლიაშვილი და რამაზ კუბლაშვილი 1999 წელს ერთდროულად დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. ასევე ერთდროულად, 2018 წლის 22 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალის დასკვნით გალა-კონცერტზე ქალბატონ ნაირას და ბატონ რამაზს გადაეცათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.

28 სექტემბერს, ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე გაიმართება მათი შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი, დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი. კონცერტის დასასრულს კი თეატრის წინ გაიხსნება მათი სახელობითი ვარსკვლავები. ღონისძიება 19:00 საათზე არის ჩანიშნული.


ნანახია: 404-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საოპერო თეატრი ხვალ ვერდის ცნობილი ოპერის- 'ტარვიატას' განახლებულ ვერსიას წარმოადგენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით 19:00 საათზე, ოპერაში ჯუზეპე ვერდის ოპერის 'რიგოლეტო'-ს პრემიერა გაიმართება.
"ფიგაროს ქორწინება", რომლის დირიჟორი ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძეა, 19.00 საათზე დაიწყება.
სეზონის გახსნაზე თეატრი მაყურებელს ზ.ფალიაშვლის სამმოქმედებიან ოპერას შესთავაზებს.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი თეატრის მოყვარულებს და არა მარტო მათ, მიმდინარე
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი