Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტზე საუბრობენ

თარიღი : 27-09-2018, 16:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი მცირდება, ქვეყანაში საქონლის ხორცის დეფიციტია. იზრდება მისი გასაყიდი ფასიც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე ჯამში 17,913.0 ათასი დოლარის ღირებულების მსხვილფეხა საქონელი გავიდა. მხოლოდ 2018 წლის აგვისტოს თვეში 3 226,3 ათასი დოლარის მსხვილფეხა საქონელის ექსპორტი განხორციელდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს ციფრი 4 791,1 ათას დოლარს შეადგენდა.

ექსპორტის შემცირების პარალელურად, ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა საქონლის ხორცის ფასიც. თუ 2-3 თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი თბილისის სუპერმარკეტებში საშუალოდ 14 ლარი იყო, დღეს უკვე 17 ლარი ღირს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, გაზრდილია საქონლის ხორცის ფასიც. თუ 1 კგ-ს ფასი 2013 წელს 11.59 ლარს შეადგენდა, 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 1 კგ საქონლის ხორცის ფასი 14.35 ლარი იყო.

ბაზარზე საქონლის ხორცზე მოთხოვნის ზრდას და ამ კუთხით შექმნილ დეფიციტს ასახელებენ სასაკლაოებში ადგილობრივ ბაზარზე საქონლის ხორცის გაძვირების მიზეზად.

სასაკლაო შპს „მატადორის“ ხელმძღვანელი იოსებ კოხტაშვილი აღნიშნავს, რომ ხორცის ფასმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ, 3-4 ლარით მოიმატა. მისი განცხადებით, თუ გასულ წელს 1კგ საქონლის ხორცის ასაღები ფასი 9 ლარს შეადგენდა, ახლა 11 ლარით განისაზღვრება. ღორის ხორცის შემთხვევაში, თუ მისი ასაღები ფასი იყო 8 ლარი, ახლა მისი ღირებულება 9 ლარით განისაზღვრება.

როგორც კოხტაშვილი განმარტავს, დღეს ბაზარზე საქონლის ხორცის დეფიციტია, რაც ფასის ზრდის საფუძველი ხდება. კითხვაზე, რა ქმნის ბაზარზე დეფიიტს, ამის პასუხი კოხტაშვილს არ აქვს. მისი ინფორმაციით, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დღეში 100-200 სული საქონლის დაკვლა ხდებოდა, დღეს ეს რიცხვი 30-მდეა შემცირებული.

საქონლის ხორცის დეფიციტზე საუბრობს თბილისში არსებული სასაკლაო „ლომას“ წარმომადგენელი გელა ქარუმიძეც. მისი განმარტებით, ექსპორტზე ცოცხალი საქონელი დიდი რაოდენობით გადის და ქვეყანაში დასაკლავი საქონელის რაოდენობა შემცირებულია. მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს ხორცზე ფასის ზრდის საფუძველი.

მისი განცხადებით, დღის განმავლობაში სასაკლაო „ლომას“ 2-3 სული საქონლის დაკვლა თუ უწევს, რაც მისი განმარტებით, დაბალი მაჩვენებელია.

„ფერმერთა ასოციაციიის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე განმარტავს, რომ ქვეყანაში საქონლის ხორცი დეფიციტურია, რაც ფასის ზრდაში გამოიხატება. მისი ინფორმაციით, ყველაზე მეტი საქონელი საქართველოდან აზერბაიჯანში გადის, თუმცა, მისივე ინფორმაციით, ეს ყველაფერი საბაჟოს გავლით ხდება.

ზამბახიძის განცხადებით, ქვეყანაშ ფერმების სიმცირეა და ამის რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველია, დანაწევრებული მიწები,საძოვრების ნაკლებობა და მეორე-ჯიშიანი საქონლის არ შემოყვანა. ზამბახიძის განცხადებით, მთავრობა მეცხოველეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას გეგმავს, ეს იქნება მეხორცული და მერძეული მიმართულებით.

„პრობლემაა ის, რომ ადგილობრივი საქონელი არ არის იმდენად ხარისხიანი, რომ აქ გაიყიდოს. შესაბამისად, მისი გატანა ექსპორტზე ხდება,“-განმარტავს ზამბახიძე.



ნანახია: 314-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი არ ხორციელდებოდა. სტატისტიკის
დაბალი ფასის გამო, კვების ობიექტები უპირატესობას იმპორტირებულ ხორცს ანიჭებს.
ახალი წლიდან მოყოლებული საქონლის ხორცი დაახლოებით 2-3 ლარით გაძვირდა, ცხვრის ხორცი კი 1,5-2 ლარით.
მათი განცხადებით, პროდუქტზე ფასის ზრდაც სწორედ დეფიციტმა გამოწვია.
აღსანიშნავია, რომ ხორცის გაძვირება კვლევებითაც დასტურდება.
უკვე დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზი აცხადებს, რომ ქართული ჯარის იმპორტირებული ხორცით მომარაგების მიზეზი,
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი