Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიგა შუშანია: ბოლოს აღმოჩნდა, რომ ქუთაისელი მხატვრები ვალებით წასულან იტალიაში

თარიღი : 24-09-2018, 23:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის პორტრეტის გარეშე დაწყებული განხილვა აქტუალობას კვლავ არ კარგავს. მხატვარ ლევან გოგიტიძის განცხადების შემდეგ, რომელმაც გიორგი ჭიღვარიას პორტრეტის დახატვის და იტალიაში გამოფენის მიზეზები განმარტა, განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია ავრცელებს და ქალაქის მერიას სიცრუეში ადანაშაულებს.

მხატვარი თავის განმარტებაში აცხადებდა, რომ სიმართლეს არ შესაბამებოდა ინფორმაცია, თითქოს 20 ქუთაისელი მხატვრის იტალიის ქალაქ კოზენცაში ვიზიტის თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მხატვარი ირწმუნება, რომ იტალიაში მოგზაურობიდან ვალები დარჩა.

"თუ გინდათ სიმართლე გაიგოთ, ჯერ დაიხატა ოცი მხატვარი, ასევე, დავხატე იტალიის ხედები, შემდეგ, პატივისცემისთვის, დავხატე იტალიის მერი. შემდეგ გავიგეთ, რომ ჩამოდიოდა ქუთაისის მერი და ქვეყანა რომ წარმომეჩინა, გადავწყვიტე, ჩვენი მერიც დამეხატა. იტალიის მერი მყავდა დახატული იქაური ხედებით და ასევე, მინდოდა წარმომეჩინა ჩვენი ქალაქის საუკეთესო ხედები, რომ მეჩვენებინა მათთვის. ეს ყველაფერი იყო სიურპრიზი. იქაური მერი არ აპირებდა მოსვლას, მაგრამ რომ გაიგო მისი პორტრეტი იყო შესრულებული, მოვიდა და დაგვაფასა. იყვნენ ძალიან გახარებულები. ჩვენი მერის წარმოჩენა იყო საქართველოს სახე, პიროვნულად ვინც არ უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება პირადულ დაფინანსებას, ეს არის დიდი სიცრუე. ვარ ოთხი შვილის მამა, რომელიც ვიმყოფებოდი თოთხმეტი წელი ემიგრაციაში. მეოთხე წელია, რაც ჩამოსული ვართ საქართველოში. სახელმწიფოდან არც ფინანსური და არც მორალური მხარდაჭერა არ გვქონია, პირიქით, ხელის შეშლა იყო ყოველთვის. რას უსმენს ჩემი ყურები, ლამის მთელი მერიის ბიუჯეტი მე მქონია შეჭმული. სირცხვილო, ქუთაისო და საქართველოვ. ცნობისათვის, ბილეთის თანხა მხატვრებმა ჩვენით გადავიხადეთ, ჩემი და ჩემი შვილის მგზავრობა 2500 ლარი დაჯდა. იქ ჩასვლის დროს მასალის თანხაც კი არ გვქონდა. მხატვრების ვალი დღემდე მაქვს 250 ევრო და სანამ აწი რამეს იტყოდეთ, გაიგეთ სიმართლე და ისე ილაპარაკეთ,"-ნათქვამია მხატვრის პოსტში.

"ეს ინფორმაცია 26 აგვისტოს (გამგზავრების წინ მხატვრებთან შეხვედრაზე) გაავრცელა ქუთაისის მერიის და გიორგი ჭიღვარიას ოფიციალურმა გვერდმა, სადაც წერია რომ მხატვრები იტალიაში ქუთაისის მერის მხარდაჭერით მიემგზავრებიან, რომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ თურმე ბატონმა ჭიღვარიამ გაიღო მაქსიმუმი მათ გასამგზავრებლად.

ეხლა ბატონი ლევანის სტატუსით აღმოჩნდა რომ ბატონი ჭიღვარია და მერიის პრესსამსახური თურმე იტყუებოდნენ და მხატვრები ვალებით წასულან იტალიაში. ჭიღვარიას ადგილზე მართლა შემრცხვებოდა ასეთი ტყუილისთვის, ჯერ რომ გავარდი მერიის დელეგაციასთან ერთად საკუთარი სურათის გამოფენაზე და კეკლუცობდი იქ მთელი ქვეყნის სამასხარაოდ, ის თანხა რაც მერის, ვიცე-მერის, საკრებულოს წევრის და სხვა თანამშრომლების გამგზავრებაზე დაიხარჯა ბილეთის ფულად მაინც ეყოფოდა ამ მხატვრებს. სახელმწიფოსგან მხარდაჭერა კი არა მხოლოდ ხელის შეშლა გვქონდაო ბრძანებს ბატონი ლევანი.

საბოლოოდ ამ ისტორიიდან საქვეყნოდ დასაცინი და მატყუარა მერი და ვალში გადავარდნილი მხატვრები შეგვრჩა, რაც შენი სირცხვილია ბატონო მერო.

განმარტებისთვის მიმაჩნია, რომ კარგია მხატვრების უცხოეთში ვიზიტი, უფრო მეტიც მიმაჩნია მხატვარს აქვს უფლება ვინც უნდა ის დახატოს. სამარცხვინო იყო მერის გაქცევა საკუთარი სურათის გამოფენაზე და იქ კეკლუცობა და მერე მისი და მერიის რეაქციები ამ თემაზე," - ამბობს გიგა შუშანია.

ცნობისთვის, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქუთაისელი მხატვრის მიერ ქალაქის მერის პორტრეტის დახატვამ. მერთან და მერის პორტრეტთან ერთად გადაღებული ფოტო მხატვარმა სოციალურ სივრცეში, საკუთარ გვერდზე ატვირთა.


ნანახია: 460-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, 20 ქუთაისელი მხატვარი იტალიის ქალაქ კოზენცაში, იტალიის მხარის სრული დაფინანსებით წავიდა და არც ერთი თეთრი
ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის.
მხატვრის განცხადებით, სულ მალე მოეწყობა გამოფენა, სადაც მხოლოდ პოლიტიკოსების პორტრეტები იქნება წარმოდგენილი.
მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი საერთაშორისო მასშტაბებით კულტურის და ხელოვნების მიმართულებით ჩანდეს და ამისთვის
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი