Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გრიგოლ ვაშაძე - პარლამენტის ადგილი არის ქუთაისში

თარიღი : 22-09-2018, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"პარლამენტის ადგილი არის ქუთაისში", – ამის შესახებ „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანით ხელისუფლება ცდილობს, ქუთაისს სოციალური სტატუსი და როლი წაართვას.

„დღეს გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდგეს ამ შენობის წინ, რომელიც გახდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეს შენობა გახდება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი სიცრუისა და ქუთაისელებისადმი ზიზღის სიმბოლო. პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი. ახლა რეგლამენტში შეაქვთ ცვლილება, გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობებისა და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს.

ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური სტატუსი და როლი, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნის. არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ. გგონიათ რეგლამენტში ცვლილების შეტანით გადაიტანთ? ვერა. რადგან თქვენ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ამის გარანტი ქუთაისელები არიან“, – განაცხადა ვაშაძემ.




ნანახია: 410-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მმართველი პარტიისა და სხვადასხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები მხარდაჭერას კოალიცია 'ძალა ერთობაშია'-ს პრეზიდენტობის
'ქართული ოცნების' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ პარლმენტის შენობა ქუთაისში უნდა დარჩეს. ამის
აღნიშნული განცხადება კანდიდატმა ქუთაისში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი ქუთაისში, № 22-ე მეორე უბანზე გააკეთა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპონენტ კოლეგებს განუცხადა, რომ მათ ქუთაისში მდებარე
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი