Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი"- ირაკლი შენგელია საკრებულოში მომხდარ ჩხუბს აფასებს

თარიღი : 19-09-2018, 16:59 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება.
ირაკლი შენგელია, მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, საზოგადოებას ბოდიშის უხდის და ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს თმენის ვალდებულება მართებთ.
"ქართული ოცნების" წევრი ფიქრობს, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს პროვოკაციებს უწყობს.

"პირველ რიგში მინდა მივმართო საზოგადოებას აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მოვუხადო ბოდიში. რა თქმა უნდა, ის ფაქტი რაც დღეს მოხდა ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს მერიის შენობაში. ჩვენ საკრებულოს დეპუტატებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაგვაჩნია მეტი თმენის ვალდებულება თუმცა, ჩვენი ოპონენტები ყოველგვარი ხერხით და ყოველგვარი მეთოდით ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას რომელიც მიზნად ისახავს წინა საარჩევნო პერიოდის მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარების პირობას. ყველანაირ მეთოდით ცდილობენ ამ პროცესს შეუშალონ ხელი. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. ჩვენი გუნდი მთლიანად იზიარებს იმ პოზიციას რასაც ჰქვია ჯანსაღი საარჩევნო ურთიერთობა, პოლიტიკური განწყობა, პოლიტიკური ვითარება შესაბამისად ის პროვოკაციები რომელსაც პერმანენტულად ახორციელებს ეს ოპოზიციური ძალა, ნამდვილად არის მიუღებელი საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენთვის პროვოკაციები სხვადასხვაგვარია მათ შორის ეს იყო სოციალურ სივრცეში კონკრეტული დეპუტატის მხრიდან სადაც ის შეურაცხყოფას აყენებდა ამომრჩეველს აგინებდა. ამაზე საზოგადოებას გარკვეული რეაქცია გააჩნდა,"-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ.

ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდის წევრები, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, გიორგი უკლებას ფიზიკურად გაუსწორდნენ.


ნანახია: 511-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუშინ ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და 'ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატს გიორგი უკლებას შორის ფიზიკური
ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დღეს მომხდარ ინცინდენტს იხსენებს.
ქუთაისის საკრებულოს წევრი კახი დვალიშვილი ქალაქის მერიის შენობაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ საკითხის განხილვის გადებაა ითხოვა, რაც ოპოზიციამ მერიის საქმიანობისათვის ხელის
გამარჯვების ოლქში არჩევნებში 'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შენგელიამ გაიმარჯვა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შენგელიამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი