Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას: შავ პიარს თქვენს გამო ვუმკლავდები

თარიღი : 19-09-2018, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჭიათურისა და საჩხერის მოსახლეობას შეხვდა.

მიმართვისას, კანდიდატმა იმ მორალურ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელსაც ამომრჩევლებისგან მუდმივად გრძნობს, მის წინაღმდეგ მიმართული აგრესიული და სიძულვილით სავსე კამპანიის ფონზე.

„ამ შავი პიარის დროს, თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ ყველაფერს მე თქვენს გამო ვუმკლავდები. თუმცა დროა, პოლიტიკაშიც ევროპელები გავხდეთ. მე არ ვეძებ კარიერას და სკამს, მე ვაპირებ, ვიარო თქვენთან ერთად. ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, მოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო. მე მინდა საქმე ვაკეთო და ეს უნდა გავაკეთოთ ერთად - ჩვენ ერთად დავდებთ შედეგს. თქვენს გარეშე, მარტო, არავინ ვარ”,- მიმართა ამომრჩევლებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ადგილობრივი პრობლემების შესახებაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის პოტენციალის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

„უმუშევრობა, ქვეყნიდან გადინება, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კულტურული და სპორტული ცხოვრების განვითარება, ეს ზოგადად ქვეყნის პრობლემებია, მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, აღდგეს ეკონომიკური პოტენციალი, მოვახდინოთ თანამედროვე წარმოების მეთოდების დანერგვა, ამავდროულად, დაცული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოება ისე, როგორც ეს არის ევროპაში. ადამიანებს სჭირდებათ სამსახური და ხშირად, თავის დასაცავად, ხმას ვერ იღებენ. მანამ, სანამ ასეთი მდგომარეობაა, მათ სჭირდებათ დამცველი და ვინ უნდა იყოს იგი, თუ არა პრეზიდენტი, რომელსაც ეს კონსტიტუციით ევალება? საჭიროა მონიტორინგი და მე ვიქნები თქვენი მონიტორინგი“, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კანდიდატმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა პრეზიდენტის როლსა და ფუნქციებს.

„ლაპარაკია იმაზე, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს ფუნქციები. ეს თუ ასეა, მაშინ რატომ იბრძვიან თავგადაკლულნი? სინამდვილეში პრეზიდენტს აქვს დიდი ძალა და ეს ძალა ხართ თქვენ, პრეზიდენტის ზურგი არის ხალხი. მე მუდამ თქვენთან ვიქნები იმისათვის, რომ ვიცოდე, რა გიჭირთ და ეს გასაჭირი მივიტანო ხელისუფლებამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ნანახია: 384-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, არჩევნებში მონაწილეობისათვის ხელმოწერების
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო კამპანია, სამტრედიის რაიონიდან, სოფელ დიდი ჯიხაიშიდან,
ზესტაფონში აგრძელებს მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. პროცესი
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი