Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სანაცვლოდ, 'კოკა კოლას' ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ტერიტორიას აძლევენ

თარიღი : 18-09-2018, 10:38 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია" წევრი გიგა შუშანია "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სახელმწიფო ქალაქის ცენტრში ყოფილი მუზეუმის ისტორიულ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას პირდაპირი წესით ასხვისებს ბიზნესმენ თემურ ჭყონიაზე. ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემად კი ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ხვალ ჩანიშნა, სადაც მხოლოდ ერთი საკითხია განსახილველი.

შუშანია გადაწყვეტილებას ბიზნესმენის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ფონდში ჩარიცხულ თანხას უკავშირებს და ამბობს, რომ სანაცლოდ ტერიტორიის დაჩქარებული წესით,ფორსირებულად გადაცემა იგეგმება.

,,თემურ ჭყონია და კოკა-კოლა ერთი წელია ითხოვს ამ ტერიტორიის გადაცემას, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ახლა გადაწყვიტა დაჩქარებული წესით გადასცეს შენობა ბიზმენსმენს, რადგან კომპანია კოკა კოლამ სალომე ზურაბიშვილის ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა. სწორედ ამის სანაცვლოდ, მთავრობამ გადაწყვიტა ტერიტორიის გადაცემა, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ეს არის პოლიტიკური კორუფცია,"- ამბობს გიგა შუშანია.


ნანახია: 603-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიგა შუშანია ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ქუთაისში, პარლამენტთან ბრიფინგი გამართა .ის "ქართულ
გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლები ყოფილი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების გამო უკმაყოფილებას წლების მანძილზე
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი