Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი იმერეთის მოსახლეობას: მე ვიქნები თქვენი ელჩი

თარიღი : 17-09-2018, 09:00 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს, ხარაგაულის, ზესტაფონისა და ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ყურადღება რამდენიმე მიმართულებით გაამახვილა.

„მე ვიზრდებოდი გარემოში, სადაც ყველას სწამდა, რომ საქართველო კვლავ დამოუკიდებელი იქნებოდა. ამან ჩემზე დიდი კვალი დატოვა. რთულია, პატარა ქვეყანამ გლობალურ სამყაროში თავისი ადგილი დაიმკვიდროს, თუმცა, მე ვიცი, როგორ უნდა წარმოვარჩინო ჩვენი ქვეყანა, ვიცი, როგორ დავიცვა იგი და ვაპირებ, რომ სამხედრო ბაზები, რომელიც ერთხელ უკვე გავიყვანე საქართველოდან, ხელახლა გავიყვანო ოკუპირებული ტერიტორიებიდან და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, იგი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ხმას ყველგან მიიტანს.

„მინდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყოს გამჭვირვალე. ამისათვის იარსებებს ცხელი ხაზი და ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს საკუთარი პრობლემა პრეზიდენტამდე მიიტანოს. არჩევნების შემდეგ, თქვენთან ერთად ვიმუშავებ და ერთად გავიაზრებთ, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის ქმედებები, როგორ მივუტანოთ მთავრობას და პარლამენტს ჩვენი სათქმელი. ამ მხრივ მე ხელისუფლებასთან თქვენი ელჩი ვიქნები“, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების დასაქმებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ და ჰქონდეთ პერსპექტივა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ახალგაზრდებს, ამ მხრივ ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ეს ჩვენი საერთო საქმე და მომავალია“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ნანახია: 394-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჭიათურისა და საჩხერის მოსახლეობას შეხვდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, არჩევნებში მონაწილეობისათვის ხელმოწერების
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო კამპანია, სამტრედიის რაიონიდან, სოფელ დიდი ჯიხაიშიდან,
ზესტაფონში აგრძელებს მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. პროცესი
ზურაბიშვილი სამტრედიის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ამომრჩევლებს შეხვდება, რომელთაც საარჩევნო პროგრამას
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი