Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის მიერ შექმნილ ფონდში მერიის თანამშრომლებს თანხებს ნებართვის გარეშე არიცხინებენ?

თარიღი : 15-09-2018, 17:41 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისის მერს წინასაარჩევნოდ საქველმოქმედო ფონდის შექმნის გამო აკრიტიკებს.

ოპოზიცია საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით პროკურატურას და აუდიტის სამსახურს მიმართავს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფონდის საეჭვო საქმიანობაზე ისაუბრა. შუშანია მერიის ააიპის ხელმძღვანელის მიერ დაფუძნებული ფონდს საარჩევნოდ რესურსის მობილიზებად და მოსყიდვის მცდელობად აფასებს. შუშანიას განცხადებით, ფონდის საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციების "საიას" და "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშშიც მოხვდა, სადაც საუბარია, რომ ფონდში მერიის თანამშრომლებს ხელფასის 1% სურვილის წინააღმდეგ გადაარიცხინეს.

"ჩვენი პროტესტის მიზეზი გახდა ფონდის მუშაობა, რომელიც "ქართული ოცნების"პოლოტსაბჭოს წევრმა თამთა ბაკურაძემ დააფუძნა. ვამბობდით, რომ ეს იყო საარჩევნოდ რესურსის მობილიზება, რაზეც მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ ეს იყო ტყუილი. ფონდის საქმიანობა მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევაში. მათი განცხადებით, ფონდში თანხების გადარიცხვა თანამშრომლების ნების გარეშე მოხდა,"- განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისი თქმით, ფონდის ერთ- ერთმა დამფუძნებელმა არ ითანამშრომლა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და არ მიაწოდა ინფორმაცია. შუშანია ასევე ირწმუნება, რომ თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გამოყენებით მოხდა თანხის გადარიცხვა, ისე რომ თანამშრომლებს თანხმობა არ გაუციათ და მერმა მათი მონაცემები მიაწოდა პირებს, რომელთაც ამის ფლობის უფლება არ ქონდათ.

ინფორმაციას არ ადასტურებს ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე. მისი განმარტებით, თანამშრომლებმა თანხა საკუთარი სურვილით გადარიცხეს და პესრონალური ონფორმაციის გამოყენებას ადგილი არ ქონია. შეგახსენებთ, ფონდი"ქუთაისი" რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. მერიის ინფორმაციით, ივლისში თანხა თვითმმართველობის 119-მა თანამშრომელმა გადარიცხა.


ნანახია: 465-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თამთა ბაკურაძე ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციის მოწყობას გეგმავს, მანამ კი ფონდთან დაკავშირებულ კითხვებს არ
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
საქველმოქმედო ორგანიზაცია 'მომავლის ფონდი'-ს დამფუძნებელი არჩილ ნიჟარაძე პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის ირგვლი მიმდინარე
ქუთაისში ბერი ანდრიას სახელობის ფონდის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა.
მახათაძის პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ მერს ფონდი არა ზესტაფონის, არამედ საკუთარი კეთილდღეობისათვოს სჭირდება.
ქუთაისის მერის 400 000 ლარიანი სარეზერვო ფონდი ძირითადად მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარებებით უზრუნველყოფაზე დაიხარჯა,
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი