Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისი არის პირველი ქალაქი საქართველოში, რომელსაც სკეიტბორდის მოედანი აქვს,'-ქუთაისში სკეიტ პარკი გაიხსნა

თარიღი : 14-09-2018, 21:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოში პირველი სკეიტ პარკი ქუთაისში გაიხსნა. სკეიტბორდის მოედანი ქუთაისი მერმა გიორგი ჭიღვარიამ შვილთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა, რომლებიც პარკის მოწყობას 7 წლის განმავლობაში ითხოვდნენ.

ქუთაისში სკეიტ პარკის გახსნას საქართველოს სკეიტბორდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ბოჟაძე და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ. სკეიტ შოუში მონაწილეობა ეროვნული ფედერაციის სპორტსმენებმაც მიიღეს.

ქუთაისში სკეიტ პარკი ოლიმპიურ სტანდარტების შეესაბამება და მალე ადგილზე ჩემპიონატებიც მოეწყობა.

სკეიტ პარკი ქუთაისის მერის ინიციატივით მოეწყო და სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 436 000 ლარი დაჯდა.

,,ქუთაისელი ახალგაზრდები 7 წლის განმავლობაში ითხოვდნენ სკეიტ პარკის მოწყობას. ჩვენ მათ ზუსტად 1 წლის უკან დავპირდით, რომ ქუთაისს სკეიტბორდის მოედანი ექნებოდა და ეს დანაპირები შევასრულეთ. ქუთაისი არის პირველი ქალაქი საქართველოში, რომელსაც სკეიტბორდის მოედანი აქვს ყველაფერი ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარკი, რომელიც ძალიან მალე საერთაშორისო დონის ჩემპიონატებს უმასპინძლებს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 765-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სკეიტ პარკის გახსნა 19:00 საათზეა ჩანიშნული.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტ პარკის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
საინიციატივო ჯგუფის წარმომომადგენლის ნინი ხელაძის თქმით, მოედანს არა აქვს ერთიანი ზედაპირი, რაც საკმაოდ საშიშია.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიამ 2016 ბიუჯეტში სკეიტ პარკის ასაშენებლად 50 000 ლარი გამოყო.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიამ 2016 ბიუჯეტში სკეიტ პარკის ასაშენებლად 50 000 ლარი გამოყო.
პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება და სავარაუდო ადგილად მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი სახელდება.
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი