Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტყვია მულტიმოქმედების შხამია, გარემო ტყვიითაა დაბინძურებული, ორგანიზმში ტყვიის დაგროვება იწვევს პათოლოგიებს, მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოქმნაზე"

თარიღი : 14-09-2018, 20:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ორგანიზმში ტყვიის დაგროვება იწვევს პათოლოგიებს. მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოქმნაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, - ამის შესახებ ექიმმა-ტოქსიკოლოგმა ინგა ღვინერიამ განაცხადა.

"დღეს ტყვია ძალიან ბევრ ადგილას გამოიყენება და გარემო ტყვიით არის დაბინძურებული. ადამიანის ორგანიზმში შეღწევის ყველა გზა ტყვიის მიმღები და შემწოვია. ტყვია არ არის ესენციალური მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების წარმოებისთვის, ეს ზედმეტია ორგანიზმისთვის. თუმცა, ხვდება ორგანიზმში, ხდება მისი დაგროვება და ხანგრძლივი დაგროვებისა და გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ იწყება მთელი რიგი პათოლოგიები", - განაცხადა ტოქსიკოლოგმა.

მისივე თქმით, ბავშვებზე იმიტომ არის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული, რომ ბავშვები თავიანთი ჩამოუყალიბებელი განვითარების გამო, ვერ ახერხებენ ტყვიის გამოდევნას.

ტოქსიკოლოგის თქმით, ტყვია ბევრ საკვებ პროდუქტსა და ალკოჰოლურ სასმელშიც შეიძლება იყოს.

"ტყვია მულტიმოქმედების შხამია, ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოქმნაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე. თითქმის არ რჩება ფუნქცია ორგანიზმში, რაზეც ტყვია გარკვეულწილად არ მოქმედებს, მაგრამ მისი სამიზნე მაინც ცენტრალური ნერვული სისტემა და სისხლია", - განაცხადა ღვინერიამ.

მისივე თქმით, ტყვიის შემცველობა შეიძლება განისაზღვროს სისხლში, მაგრამ ზოგჯერ თმებშიც, კბილებშიც ხდება დაგროვება. ინგა ღვინერიას თქმით, საქართველოში არის ლაბორატორია, რომელიც საზღვრავს თმებში, თუმცა, ჯერჯერობით აქ არ ხდება სისხლში განსაზღვრა და უცხოეთში იგზავნება აღებული სისხლი. ტოქსიკოლოგის თქმით, აუცილებელია იმის კონტროლი, რომ ქვეყანაში ტყვიის მაღალი შემცველობის მქონე პორდუქცია არ შემოვიდეს.

ipn.ge


ნანახია: 269-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი და დასაგეგმია შემდგომი ნაბიჯები.
სპეციალისტები გადაჭარბებულ მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ, თუმცა პრობლემა სხვა კუთხითაც არსებობს
ლიმონათისა და სხვა ტკბილი გაზიანი სასმელების წარმოებაში ფართოდ გამოიყენება შაქრის ხელოვნური შემცვლელები.
გარდაცვლილი პატიმრის დედის ნარგიზი გორგაძის თქმით, როგორც თვითმხილველები ეუბნებიან, სპეცრაზმის წევრებმა ცხრა ტყვია ესროლეს,
საუბარია ძირითადად დასავლეთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე. აღნიშნულ მონაცემებს Momxmarebeli.ge აქვეყნებს.
დაჭრილს შვიდი ტყვია ესროლეს. ერთი თავის არეში, ხუთი მუცლის ღრუში.
წყლის ჭავლმა რამდენიმე წუთით თამაში შეაჩერა.

ამინდი