Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალი და გაზი გაძვირების ზღვარზეა

თარიღი : 13-09-2018, 14:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კომუნალური გადასახადები გაძვირების ზღვარზეა. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ტარიფები გადაიხედება. სადისტრიბუციო კომპანიებში ხარჯი გაზრდილია და სწორედ ის დროა, როცა გადასახადის გაძვირებაზე განაცხადის გაკეთებას შეეცდებიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამჯერად დენის ტარიფს ცვლილება არ შეეხება, რამდენადაც შარშან 3-წლიანი ტარიფი შევიდა ძალაში.

რაც შეეხება გაზისა და წყლის კომპანიებს, ძნელი სათქმელია, მათ ლარის გაუფასურებას კიდევ ერთხელ გაუძლონ. ამიტომ წლის ბოლოს შეიძლება, მორიგმა დევალვაციამ კომუნალური გადასახადების გაძვირება გამოიწვიოს. თუკი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,65-ს გადააჭარბებს, კომპანიებს ექნებათ სერიოზული მოთხოვნა, რომ კურსის კომპონენტი ტარიფში გაითვალისწინონ. მით უმეტეს, სამივე კომპანია -„ყაზტრანსგაზი", - „ჯივიპი" და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს, რაც ზრდის ხარჯს ეროვნულ ვალუტაში.

ამდენად, ლარის გაუფასურების პარალელურად, კომუნალური გადასახადების თემა აქტუალურობას არ კარგავს. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ არსებულ სიტუაციაში ტარიფების ზრდის შეჩერება მხოლოდ ხელოვნურად არის შესაძლებელი, ნაწილს მიაჩნია, რომ გადასახადის ზრდაზე საუბარი ზედმეტია, ის კი არა, მცირედი კლებაც შესაძლებელია.

გლობალური პარტნიორობა „საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ძამუკაშვილი ფიქრობს, რომ ტარიფები გადაიხედება და მასში სათანადოდ აისახება როგორც ლარის კურსი, ასევე კომპანიების მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ინვესტიციები, რომლებიც საკმაოდ მასშტაბურია.

„ტარიფში შედის გადასახადი, რომლითაც უნდა მოხდეს სისტემის რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე, ცვლილება მოსალოდნელია. ამ შემთხვევაში ყველა ნიუანსი სათანადოდ დაანგარიშდება. ფინანსური სტრატეგიის მიხედვით გადასახადის მომატება მოხდება, ეს გარდაუვალია.
საგულისხმოა ისიც, რომ თბილისსა და რეგიონებში ტარიფების დადგენა განსხვავებულად ხდება. თბილისის შემთხვევაში ისეა გათვლილი, რომ თითოეული მოქალაქე თითქოს დღიურად 600 ლიტრ წყალს მოიხმარს. სინამდვილეში, ასე იმიტომ მიიჩნევა, რომ წყლის დანაკარგი დიდია და ეს ფაქტორი გაითვალისწინეს. სისტემის გამართულობის შემთხვევაშიც ტარიფი არ დაიკლებს, რაც ყველაზე პრობლემური საკითხია", - ამბობს „რეზონანსთან" ძამუკაშვილი.

განსხვავებულად ფიქრობს ენერგეტიკის ექსპერტი თემურ ჭიჭინაძე. მისი ვარაუდით, კომპანიებს გადასახადის გაზრდის საჭიროება არ აქვთ.
„რაც შეეძლოთ, ტარიფი ისედაც მაქსიმალურად არის გაზრდილი. არა მგონია, კურსის ცვალებადობამ ამჯერად გადასახადების გადახედვა გამოიწვიოს. ამ სიტუაციაში რეალურად არ მესახება, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროება არ უდგათ. ტარიფის გაზრდა მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს სახელმწიფო პოზიცია, არ მისცეს კომპანიებს ტარიფებით სპეკულირების საშუალება. სახელმწიფო ბევრჯერ წამოეგო მათ ანკესს და გადასახადი გაზარდეს. ახლა ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგან.

ლარის კურსი ყოველთვის ქმნის მოტივაციას კომპანიებში, რომ ტარიფს მოუმატონ. ამის საფუძველი ახლა მათ არ აქვთ, რადგან საბაზისო ტარიფი, რომლის გაძვირებაც სურთ, არარეალურია. სამწუხაროდ, მთავრობას არასდროს დაუყენებია მოთხოვნა, რომ მოხდეს საბაზისო ტარიფის რევიზია. ეს არის მიზეზი, რომ კურსის გაუფასურებისას განაცხადი მუდმივად აკეთონ.

ახლა ლარი უფასურდება და მიზეზი არ დაელევათ, რომ ტარიფების გაზრდა მოითხოვონ, ცხადია, ინვესტიციებსაც მოიმიზეზებენ. მიუხედავად ამისა, არსებულ ვითარებაში რეალურად შესაძლებელია, რომ კომუნალური გადასახადები შემცირდეს და სტაბილური გახდეს. ამის საშუალება ნამდვილად არის, მაგრამ სახელმწიფო არ იჩენს ნებას", - აცხადებს „რეზონანსთან" ჭიჭინაძე.

ეკონომისტი გია ხუხაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ გაზის გადასახადი გაძვირდეს. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქვეყანაში სოციალური ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდება.

„გაზის მოწოდებაში ძირითადი კომპონენტი ნედლეულია. დევალვაციის გამო კომპანიებს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდათ, რადგან ნედლეული გაუძვირდათ. ლარის გაუფასურება ძირითადი მიზეზია, რის გამოც შესაძლოა, გადასახადმა მოიმატოს. ცხადია ისიც, რომ ტარიფის ზრდა განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის იქნება რთული. მათ არსებულ ტარიფთანაც უჭირთ გამკლავება. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის არსებული გადასახადის გადახდაც რთულია.

არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა საფეხურებრივი სქემის ამოქმედება, რასაც ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ვიყენებთ. გაზი ისეთი სეგმენტია, რომ აქ ეკონომიის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ სოციალური მომენტის გათვალისწინება წარმოუდგენლად მეჩვენება. ცხადია, წაგებაზე ვერავინ იმუშავებს და, ადრე თუ გვიან, ტარიფი გადაიხედება, ახლა ამ რეალობის პირისპირ ვართ", - აცხადებს ხუხაშვილი.

"რეზონანსი"


ნანახია: 813-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არი უკვე ისეთ ზღვარზეა, როცა გადასახადის შენარჩუნებაზე საუბარი თითქმის შეუძლებელია.
იმ პერიოდში, როცა დენის გაძვირების საფრთხეა, წყლის გადასახადის გაძვირების რისკიც ლოგიკურად არსებობს. ამ დროს როგორც რეგიონებში,
თითქმის გადაწყვეტილია, რომ სატარიფო ცვლილება ზაფხულიდან განხორციელდება. აგვისტომდე გაზგამანაწილებელ კომპანიებს ენერგეტიკისა და
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ დენზე და წყალზე გადასახადის გაზრდა
სემეკმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე თბოელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფის ორი პროექტი წარმოადგინა.
საქართველოში დენი პირველი იანვრიდან გაძვირდა და, შედარებისთვის, მისი ღირებულება 1 კვტ/სთ-ზე 14,54 თეთრიდან 23 თეთრამდეა.