Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ქუთაისში სკვერების გასხვისება და ხეების ჭრა დასრულდა

თარიღი : 13-09-2018, 13:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“კომისია დადებს დასკვნას, რომელშიც ზუსტად იქნება აღწერილი ის ადგილები, სადაც სკვერია და ასევე დაითვლება მათი რაოდენობა. სკვერების გასხვისება და იქ ხეების ჭრა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქუთაისში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერის ბრძანებით კომისია შეიქმნა, რომელიც ქალაქში ქუთაისის საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიურ მდგომარეობას შეისწავლის მისი შემდგომი განვითარებისთვის.

კომისიის წევრები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან. კომისიის შექმნის აუცილებლობა სკვერების აღნაგობის უფლებით გაცემამ და ადგილზე მშენებლობების წარმოებისთვის გაცემულმა ნებართვებითაა გამოწვეული. კომისია დადებს დასკვნას ქალაქში არსებული ყველა სკვერის რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

,,კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული სამშენებლო ნებართვებისა და ადგილების გასხვისების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში გასხვისებული სკვერის და იქ მიმდინარე მშენებლობის გამო. ერთი მსგავსი მშენებლობა უკვე შევაჩერეთ. დაუშვებელია ქალაქში სადაც ეკოლოგია არცთუისე სახარბიელო მდგომარეობაშია სკვერების გასხვისდეს და ხეები მოიჭრას. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. კომისია დადებს დასკვნას სადაც ზუსტად იქნება აღწერილი ის ადგილები სადაც სკვერია და ასევე დაითვლება მათი რაოდენობა, სკვერების გასხვისება და იქ ხეების ჭრა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქუთაისში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 210-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკვერების გასხვისებასთან დაკავშირებულ კრიტიკას მოგვიანებით უპასუხეს ქალაქის მერიაში.
სკვერების გასხვისება, ადგილობრივმა ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე წლის 2 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე განხორციელდა.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა N46 ბინასთან სკვერში მშენებლობა აღარ განახლდება.
ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში ქუჩების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი