Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარის დახმარება მარტოხელა მოხუცს

თარიღი : 11-09-2018, 19:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მარტოხელა ავთანდილ ბუაძე პირადობის არქონის გამო წლების მანძილზე ვერ სარგებლობდა იმ სერვისებით, რომელსაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველ და მარტოხელა მოქალაქეებს სთავაზობს. პირადობის არქონის გამო იგი ასევე ვერ ახერხებდა კომუნალურ გადასახადების გადახდას, რის გამოც ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის გარეშე გარკვეული პერიოდია ცხოვრობს. შექმნილმა გარემო პირობებმა მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

აღნიშნული პიროვნების მძიმე სოციალური პირობების შესახებ ცნობილი გახდა ვაკისუბნის მაჟორიტარი დეპუტატისთვის. მამუკა რიჟამაძის დახმარებით ავთანდილ ბუაძემ შეძლო პირადობის მოწმობის აღება და სოციალური მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირება. მაჟორიტარი დეპუტატისა და ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს დახმარებით მას 5 დღიანი სტაციონალური სამედიცინო გამოკვლევებიც ჩაუტარდა.

„ავთანდილ ბუაძე არის მარტოხელა, რომელსაც არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თავისთავად იგი ვერ სარგებლობდა პენსიით და სოციალური დახმარებით. შესაბამისი სამსახურების საშუალებით შევძელით ამ ადამიანისთვის პირველ რიგში გაგვეკეთებინა პირადობის მოწმობა, რის შედეგადაც იგი უკვე შეძლებს ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რომელსაც სახელმწიფო მსგავსი სტატუსის მქონე ადამიანებს სთავაზობს. დახმარებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს პერსონალს, შ.პ.ს. ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას. მათი დახმარებით შევძელით, ავთანდილ ბუაძე სრულფასოვანი ცხოვრების რიტმს დაბრუნდეს,"- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, სულხან-საბასა და ვაკისუბნის მაჟორიტარმა მამუკა რიჟამაძემ.

NS


ნანახია: 739-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ
იუსტიციის მინისტრის ინიციატივა-პირადობის მოწმობები უფასოდ.
აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ ის პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები ახალ პირადობის მოწმებს იუსტიციის სახლებში უფასოდ აიღებენ.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვის ან დაზიანების გამო, მოქალაქეებს დოკუმენტის დაზღვევის შემთხვევაში, საბუთების
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებისათვის საქართველოს მოქალაქეები
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი