Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერს იმ საჩუქრისთვის აკრიტიკებენ, რომელიც ქუთაისელმა მხატვარმა იტალიაში გაუკეთა

თარიღი : 11-09-2018, 17:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას საკუთარი პორტრეტის გამოფენის გამო ოპოზიცია აკრიტიკებს. მერის პორტრეტი, რომელიც ერთ-ერთმა ქუთაისელმა მხატვარმა დახატა, იტალიაში გამოიფინა.

"ქუთაისის მერი ბიუჯეტის ხარჯზე იტალიაში გაყვა მხატვრებს, სადაც "საზეიმო" ვითარებაში გამოფინა, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი სურათი. იტალიელები აღფრთოვანებული შეხვედრიან ამ ამბავს, დიდი "პატივია", რომ "მსოფლიო დონის" "სახელმწიფო მოღვაწის" პორტრეტი პირველად ჩვენთან გამოიფინაო.

ეხლა ქუთაისის მერიისა და აიპების 4300 თანამშრომლის მოთხოვნით ეს სურათი ჩამოვა ქუთაისში და მის გადათხრილ ქუჩებში მოეწყობა დემონსტრაციები, სადაც "მადლიერი" მოსახლეობა მიესალმება ქუთაისის მერის სურათს, ასევე გაიჟღერებს მერისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები.

P.S. ვიდეოს მეორე ნაწილში ამ დემონსტრაციის ანონსია, აბა ბატონო მერო, შენ იცი, ამ პოსტსაც შემოასიე მერიის თანამშრომლები და პარტიის აქტივისტები, არ დაზოგო არც თავი და არც მათი ენერგია,"- წერს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია " ნაციონალების" თავმჯდომარე გიგა შუშანია.

მხატვარ ლევან გოგატაძე, რომელიც ნახატის ავტორია, ამბობს, რომ მთავრობის ხაზით პირველად მოეწყო მსგავსი პლენერი ქვეყნის გარეთ, ამიტომ მადლიერება გამოხატა და ეს ნახატები საჩუქრად გადაცეს მასპინძლებს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისელმა მხატვრებმა იტალიის ქალაქ კოზენცაში საერთაშორისო პლენერში Bocs Art მიიღეს მონაწილეობა. რაც შეეხება ოფიციალურ დელეგაციას, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე იტალიური მხარის მიწვევით დასკვნით გამოფენაზე იმყოფებოდნენ.


ნანახია: 1129-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოგიტაძე გიგა შუშანიას მიმართავს და იმ მოსაზრებას უარყოფს, თითქოს 20 ქუთაისელი მხატვარის იტალიის ქალაქ კოზენცაში ვიზიტის თანხები
მხატვრის განცხადებით, სულ მალე მოეწყობა გამოფენა, სადაც მხოლოდ პოლიტიკოსების პორტრეტები იქნება წარმოდგენილი.
ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის.
მერიის ინფორმაციით, 20 ქუთაისელი მხატვარი იტალიის ქალაქ კოზენცაში, იტალიის მხარის სრული დაფინანსებით წავიდა და არც ერთი თეთრი