Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები მფლობელებს 2027 წლიდან ჩამოერთმევათ

თარიღი : 10-09-2018, 19:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მთავრობა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების პროცესის ამსახველი კანონმდებლობის დახვეწას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ მომზადებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას მთავრობა 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე აპირებს.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კვლავაც მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში რჩება, თუმცა, მათზე მოსარგებლეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სათანადო საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის გამო მიწის რეფორმის ფარგლებშიც ვერ ხდება.

მთავრობის მიერ მომზადებული პროექტით ფართოვდება როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ისე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნება და ჩნდება მოსარგებლეებისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ახალი სამართლებრივი საფუძვლები.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ცვლილებით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისა აღიარების რეგულაციები იმოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ აღიარების შესაძლებლობა გაუქმდება.

„ამავე პაკეტის ფარგლებში მომზადდება კანონპროექტი, რომლის შედეგადაც საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრება მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საფუძვლებისა და დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა წარდგენაც აუცილებელია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჯარო რეესტრში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესს აფერხებს კომლის წევრთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი და ურთიერთგამომრიცხავი საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა. ამ ინსტიტუტის საბჭოური შინაარსიდან გამომდინარე, კომლში სამკვიდროს გახსნას უკავშირებს მისი ბოლო წევრის გარდაცვალებას. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით საკომლო წიგნის ჩანაწერი მიწაზე კომლის წევრთა მესაკუთრედ აღიარების საფუძველია, ხოლო კოლმეურნეობის გაუქმებით კომლმა თავისი თავდაპირველი შინაარსით არსებობა შეწყვიტა, ქონება, რომელიც კომლს ეკუთვნოდა, კომლის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებად (წილის პროპორციულად) უნდა ჩაითვალოს და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრებისა და მემკვიდრეობის საერთო წესები,“- ნათქვამია პროექტში.

bpn.ge


ნანახია: 1149-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიწის რეგისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაიმიჯნა პასუხისმგებლობა.
დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-ია რეგისტრირებული.
მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს.
ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში ხვნა-თესვის პროცესის მიმდინარეობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და
როგორც ირკვევა, 500 კვ.მ.-მდე ფართის მქონე ნაკვეთი მოქალაქეებმა-დემნა ამაღლობელმა და ბექა დანელიამ 2004 წელს შეიძინეს, ნაკვეთს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულით უკანონოდ
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი