Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხორბლის გაძვირების გამო, კვერცხისა და ხორცის ფასი მატულობს

თარიღი : 8-09-2018, 19:38 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხორბლის გაძვირება ადგილობრივ ხორც-პროდუქტებზე ფასის ზრდას გამოიწვევს. მეწარმეები ვარაუდობენ, რომ საკვების ხარჯის ზრდა მეფრინველეობისა და მესაქონლეობის დარგს საგრძნობლად დაეტყობა.

მოსალოდნელია, რომ საბოლოოდ წარმოებული პროდუქტის თვითღირებულება გაიზრდება. რამდენით მოიმატებს ფასი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მწარმოებელთა ვარაუდით, მათი პროდუქტი გაძვირდება ზუსტად იმდენით, რა მაჩვენებლითაც ხორბლის ფასმა მოიმატა.

სხვათა შორის, კვერცხი უკვე გაძვირდა. ქარხნებში თითო ცალი კვერცხის ფასი 1 თეთრით არის მომატებული, რასაც სარეალიზაციო ფასთა სხვაობა დაემატა და ჯამში მისი ყიდვა მომხმარებლებს 2-3 თეთრით ძვირად მოუწევთ.

ბოლო ერთ კვირაში 1 კგ ხორბლის ფასი 63-დან 68 თეთრამდე გაიზარდა. როგორც „სერვისაგროს" დირექტორმა ბესო ჯიქიამ დაადასტურა, საფასო ცვლილება უკავშირდება ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანა იზღუდება. ჯიქიას თქმით, მხოლოდ მინისტრის ბრძანების შემდეგ ერთ კვირაში ხორბალი 5 თეთრამდე გაძვირდა.

„რკინიგზითაც შემომაქვს ხორბალი, რომელიც ახლა გზაშია და ადგილზე 240 დოლარად უნდა გავყიდო 1 ტონა, მანქანებით მიღებულს კი 220 დოლარად ვყიდდი", - აღნიშნა ჯიქიამ.

რაც შეეხება წლების მიხედვით ხორბლის ფასის დინამიკას, „ბიპიენის" ინფორმაციით, ფოთისა და ბათუმის პორტებში ხორბლის ღირებულება ყველაზე მაღალი 2012 წელს იყო - 310,60 დოლარი. ამის შემდეგ ხორბლის ფასი ყოველწლიურად იკლებდა, 2016 წლიდან კი კვლავ ზრდის ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, 2016 წელს პორტებში ხორბლის ფასი 187,27 დოლარი იყო, 2017 წელს – 202,25 დოლარი, ხოლო 2018 წლის მონაცემებით – 217,06 დოლარი.

ადგილობრივი მწარმოებლების განცხადებით, ხორბლის გაძვირების ფონზე პროდუქტის ფასის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. „მესხეთის მეფრინველეობის" დირექტორმა დავით ათულაშვილმა „რეზონანსს" განუცხადა, რომ ფრინველის ხორცი გაძვირდება, მაგრამ რამდენით, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

„წარმოებაში საკვების ხარჯს ძალიან დიდი წილი უჭირავს. რადგანაც ქერი და ხორბალი გაძვირდა, ჩვენ რეალურად ვერ შევძლებთ, რომ არსებული ფასი შევინარჩუნოთ. სავარაუდოდ, ქათმის ხორცი გაძვირდება იმდენით, რა მაჩვენებლითაც გაიზარდა საკვების ფასი.
ვფიქრობთ, სახელმწიფო რამეს იღონებს და დარგს მიხედავს. ხალხს ისედაც უჭირს პროდუქტის ყიდვა და თითო თეთრით გაძვირებაც კი რეალიზაციაზე მტკივნეულად აისახება. ძალიან ცუდ ვითარებაში აღმოვჩნდით", - აღნიშნა ათულაშვილმა.

კვერცხის მწარმოებლები უკვე იძულებული გახდნენ, პროდუქტის ღირებულება გაეზარდათ. „პატარძეულის" ქარხნის დირექტორი ოთარ მუჩიაშვილი ამბობს, რომ რაღაც შეღავათი უნდა დაწესდეს, თორემ უფრო მეტი გაძვირებაა მოსალოდნელი.

„კვერცხი უკვე გავაძვირეთ 1 თეთრით და ეს არასასიამოვნო ტენდენცია გაგრძელდება. საკვების გაძვირებსი გამო ხარჯი იმდენად გაიზარდა, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ცხადია, ამ ფასს სუპერმარკეტებში კიდევ ამატებენ, რაც მთლიანობაში კვერცხს მომხმარებლისთვის 2-3 თეთრით აძვირებს… ხარჯს უკვე ვერ ვერევით.

ხელისუფლების მხრიდან საუბარია, რომ გარკვეული შეღავათი დაწესდება. პირველ რიგში, ველოდებით ხორბლის ფასის დარეგულირებას. ბოლო 2 თვეში 1 კგ ხორბალი 12-13 თეთრით არის გაძვირებული.

როგორმე უნდა შეძლონ, რომ დროულად მიიღონ ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაძვირდება ყველაფერი, რაც პირდაპირ თუ ირიბად ხორბლის ფასს უკავშირდება. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ბიზნესს სხვა გამოსავალი არ რჩება და ფასების ზრდა მასობრივ ხასიათს მიიღებს", - აღნიშნა „რეზონანსთან" მუჩიაშვილმა.


ნანახია: 299-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხორბლის ჭარბი მოსავლის ფონზე, ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების კიდევ უფრო დაცემას პროგნოზირებენ.
ყოველივე ამის ფონზე კი პურპროდუქტების ბიზნესოპერატორები ვარაუდობს, რომ პურის ფასი შეიძლება 30%-ით გაიზარდოს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის
ამასთან, მოსალოდნელია, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ფქვილის გაძვირებაც მოჰყვება.
ერთი ბარელი 55 დოლარს გადასცდა. ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია. ადგილობრივ ბაზარზე საწვავი 15 თეთრით უკვე გაძვირდა და როგორც
ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი