Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამერიკაში პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივის ოჯახი აქციებით იმუქრება

თარიღი : 8-09-2018, 15:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ.

„დავიწყებთსაპროტესტო აქციებს, რადგან არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, მათ შორის არც მთავრობა. სხვა გზა ჩვენ არ დაგვიტოვეს“ , - განაცხადა სპორტსმენის დედამ მაყვალა ხურციძემ.

სპორტსმენის დედა ასევე მოითხოვს რამდენიმე ხნის წინ ციხეში მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრების გადაცემას. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბოლოს საპატიმროში მომხდარი ჩხუბიც სასჯელის გასამკაცრებლად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ნანახია: 378-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოკრივის დედამ, მაყვალა ხურციძემ განაცხადა, რომ სასამართლო 25 და 26 ივლისს არის ჩანიშნული და არ არის გამორიცხული, რომ მისი შვილი
ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის დედა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
ავთანდილ ხურციძე დაახლოებით ორი კვირის წინ, ნიუ-იიორკში, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობის ბრალდებით დააკავეს.
ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ოჯახში იმედი ჰქონდათ, რომ ხურციძეს თავდებად ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები
სპორტსმენის გათავისუფლებას ელოდება დაკავებულის ოჯახი.